ლანა ღოღობერიძე
კინორეჟისორი
დაიბადა თბილისში, 1928 წლის 13 ოქტომბერს.
საქართველოს რესპუბლიკის სახალხო არტისტი (1979). დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი. დაცული აქვს საკანდიდატო დისერტაცია უოლტ უიტმენის შემოქმედებაზე (1954). გამოცემული აქვს მონოგრაფია უიტმენზე, თაგორისა და უიტმენის ლექსების თარგმანები. 1959 წელს დაამთავრა მოსკოვის საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი (სერგეი გერასიმოვის სახელოსნო). არის ქალი რეჟისორების მსოფლიო ასოციაციის პრეხიდენტი (1988). იყო საქართველოს პარლამენტის წევრი (1992-1998), ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის თავმჯდომარე (1996-1999), ევროსაბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი (1999- 2005)
ფილმოგრაფია
1. მწვერვალთა დამპყრობნი (1952) - მსახიობი
2. გელათი (დოკ. დიპლომი, 1958) - რეჟისორი
3. თბილისი 1500 წლისაა (1959) - რეჟისორი
4. ერთი ცის ქვეშ (1961) - რეჟისორი, სცენარისტი
5. მე ვხედავ მზეს (1965) - რეჟისორი, სცენარისტი
6. ფერისცვალება (1968) - რეჟისორი, სცენარისტი
7. როცა აყვავდა ნუში (1972) - რეჟისორი, სცენარისტი
8. აურზაური სალხინეთში (1975) - რეჟისორი, სცენარისტი
9. რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე (1979) - რეჟისორი, სცენარისტი
10. წერილები შვილებთან (1981), სატელევიზიო - რეჟისორი, სცენარისტი
11. დღეს ღამე უთენებია (1983) - რეჟისორი, სცენარისტი
12. ორომტრიალი (1986) - რეჟისორი, სცენარისტი
13. ვალსი პეჩორაზე (1992) - რეჟისორი, სცენარისტი
14. ოქროს ძაფი (2019) - რეჟისორი, სცენარისტი
იხ. კორა წერეთელი.ლანა ღოღობერიძე - ჟურნალი ”საბჭოთა ხელოვნება” 1982 №1 გვ.102-117
სალომე კიკალეიშვილი. სტუმრად ლანა ღოღობერიძესთან - ჟურნალი ”კინო. ცხელი შოკოლადი" 2006 გაზაფხული № 1
ლელა ოჩიაური. ქალებზე - პირად და არაპირად საკითხებზე - კინ-O 2021/1