როცა აყვავდა ნუში (1972)
რეჟისორი: ლანა ღოღობერიძე
ჯილდოები: 1973. საკავშირო კინოფესტივალის პრემია საუკეთესო რეჟისორული ნამუშევრისთვის
ჟანრი: დრამა
სიუჟეტი: მდიდარი საქმოსანის ვაჟი ზურა მოიპარავს მამის მეგობრის მანქანას, რათა შთაბეჭდილება მოახდინოს კლასელებზე. ამ ფაქტის გაგების შემდეგ სკოლის დირექტორი მას ველო შეჯიბრიდან მოხსნის. ზურას მამა მოახერხებს მის გადარწმუნებას და შვილს ჩემპიონობასაც მოუტანს. კლასელებმა იციან, რომ ზურამ დაუმსახურებლად გაიმარჯვა, მაგრამ ისინი ვერაფერს აკეთებენ. მხოლოდ შეყვარებული ხათუნა და მეგობარი ლექსო გააპროტესტებს ამ ფაქტს. ყველაფერი ავტოკატასტროფით მთავრდება, სადაც ლექსო იღუპება. ზურას მამა ისევ ცდილობს შვილს სასჯელი ააცილოს, მაგრამ ამჯერად თავად ზურაა წინააღმდეგი.
სცენარის ავტორები: ზაირა არსენიშვილი, ლანა ღოღობერიძე
ოპერატორი: გიორგი ჭელიძე
მხატვარი: გივი გიგაური
კომპოზიტორი: გია ყანჩელი
ხმა: ვლადიმერ დოლიძე
მონტაჟი: ქეთევან თაღნიაშვილი
როლებში: ზურაბ ყიფშიძე (ზურა), თინათინ ვარდანაშვილი (ხათუნა), გოგა ფიფია (ლექსო), სესილია თაყაიშვილი (ვარო, ლექსოს ბებია), დოდო აბაშიძე (ნიკო, ზურას მამა), ლია კაპანაძე (თალიკო, ზურას დედა), დიმიტრი თაყაიშვილი (თორნიკე მასწავლებელი), ჭაბუა ამირეჯიბი (გიორგი, ხათუნას მამა), შოთა დაუშვილი (ვატა), მარინა თბილელი (სკოლის დირექტორი), ეკა მაღალაშვილი (ეკა, თანაკლასელი), კახა ჩიტაია (კახა, თანაკლასელი), კოკი გაწერელია, გოგი ჩიტაია, მერაბ აბრამიშვილი, მერაბ ჯაფარიძე, ნინო კალანდარიშვილი, ნოდარ მგალობლიშვილი, ეკატერინე ვერულაშვილი (მეზობელი), ლიკა ქავჟარაძე (გოგონა აყვავებული ნუშის რტოთი)
ხანგრძლივობა: 75'
სტუდია "ქართული ფილმი"