წარსულის საშინელებანი (1925)

(პირველი სერია)

რეჟისორი: ვლადიმერ ბარსკი

სიუჟეტი: 1905 წლის შემოდგომაა. შიმშილი და სიღატაკე გლეხს სოფლიდან აძევებს. იგი იძულებულია ქალაქს, ქარხანას მიაშუროს. მაგრამ აქაც კატორღული შრომა და საწყალი გროშები ელის. მუშათა უკმაყოფილება იზრდება. ისინი ქალაქგარეთ იკრიბებიან. ერთ-ერთი მუშა ამხანაგებს არალეგალური ფურცლების გავრცელებას სთავაზობს. გლეხები თავის რჩეულებს გზავნიან მემამულესთან დათმობების სათხოვნელად. მაგრამ მემამულე მას მოაკვლევინებს. გლეხები მიუვარდებიან მემამულეს, მის სახლს ცეცხლს წაუკიდებენ. მეორე დღეს მათ მუშებიც მიეშველებიან. კაზაკები მათ ტყვიებს დაუშენენ. აჯანყებულებს აპატიმრებენ, აწამებენ, მათ სახრჩობელა ელით, მაგრამ მაინც მხნედ უჭირავთ თავი.  სიკვდილის წინ მუშა ეთხოვება თავისიანებს და მოუწოდებს ყველას - განაგრძონ ბრძოლა სამართლიანობისთვის. მუშის შვილი ფიცს დებს, შური იძიოს მამისა და მისი ამხანაგების დაღვრილი სისხლისათვის.

სცენარის ავტორი: გრიგორი არუსტანოვი

ოპერატორი: სერგეი ზაბოზლაევი

მხატვარი: პოლიკარპ კაზაკევიჩი

როლები: აკაკი ხორავა (გლეხი), ვერიკო ანჯაფარიძე (მისი ცოლი), ნიკოლოზ მამულაშვილი (მემამულე-ქარხნის მეპატრონე), ასმიკ ბარხუდაროვა (მისი ცოლი), კლეოპატრა ჯაში, ზაქარია ბერიშვილი, ლევან (ლელიკო) ხოტივარი, ნიკოლოზ სანიშვილი, ვლადიმერ ჭიაურელი, ზაალ ტერიშვილი

ხანგრძლივობა: 70'

ფერი: შავ-თეთრი

ხმა: უხმო

 „სახკინმრეწვი“