ათასის ფასად (1925)
წარსულის საშინელებანი (დაჰკრა ჟამმა, მეორე სერია)
Железная когорта
რეჟისორი: ვლადიმერ ბარსკი
სიუჟეტი: 1916-1917 წლები. გარუნს, 1905 წელს დაღუპული რევოლუციონერის შვილს, მეფის მთავრობის საწინააღმდეგო პროკლამაციების გაკვრისთვის აპატიმრებენ. მეგობრების დახმარებით ის გარბის ციხიდან და კვლავ აგრძელებს თავის საქმიანობას. სოფელში გარუნი გაიცნობს ადგილობრივ მასწავლებელ ქალს, ალას, რომელიც იზიარებს მის აზრებს და აქტიურად ებმება რევოლუციურ ბრძოლაში. „ოხრანკა“ გამუდმებით დასდევს გარუნს, მაგრამ ის ყოველთვის ახერხებს დასხლტომას. თებერვლის რევოლუციის შემდეგ გარუნი კვლავ აგრძელებს მუშათა კლასის საქმისთვის ბრძოლას. ოქტომბრის რევოლუცია საქართველოშიც იფეთქებს. ბრძოლაში იღუპება ალა. გარუნი ფიცს დებს სატრფოს ცხედართან, რომ ბოლომდე გააგრძელებს ბრძოლას მშრომელთა განთავისუფლებისთვის.
სცენარის ავტორი: გრიგორი არუსტანოვი
ოპერატორები: სერგეი ზაბოზლაევი, ანტონ პოლიკევიჩი
მხატვარი: პოლიკარპ კაზაკევიჩი
როლები: მიხეილ ჭიაურელი (გარუნი), კლეოპატრა ჯაში (ალა), აკაკი ხორავა (სანდრო), ზაქარია ბერიშვილი, ვერიკო ანჯაფარიძე, ნატო ვაჩნაძე, ნიკოლოზ სანიშვილი, ზაქარია ტერიშვილი, არკადი ხინთიბიძე, ვლადიმერ ჭიაურელი, ლევან (ლელიკო) ხოტივარი, მარია თენაზი
ხანგრძლივობა: 50'
ფერი: შავ-თეთრი
ხმა: უხმო
„სახკინმრეწვი“