კომუნარის ჩიბუხი (1929)
რეჟისორი: კოტე მარჯანიშვილი
სიუჟეტი: პრუსიელებთან ომში დამარცხების შემდეგ პარიზი სასურსათო კრიზისს განიცდის. იწყება აჯანყება. შეშინებული ბურჟუაზია ვერსალში გარბის, რათა პრუსიელების დახმარებით შეუტიოს პარიზს. შიმშილისა და გაჭირვების მიუხედავად პარიზის მშრომელები თავგანწირვით იცავენ კომუნას. კომუნარებს შორის არის კალატოზი ლუი რუ. მას ახალგაზრდა ცოლი და მცირეწლოვანი ვაჟი ჰყავს. ლუი ბასტიონზეა და პრუსიელების დასახვედრად ემზადება. მისი ცოლი ვერ უძლებს უკიდურეს გაჭირვებას ყასაბს ვერსალში მიჰყვება, შვილი კი მამასთან რჩება. შეტევისას იღუპება ლუი. კომუნა მარცხდება. კომუნარებს ატყვევებენ, მათ შორის არის პატარა კომუნარიც პირში მამისეული ჩიბუხით. ვერსალელი ოფიცერი თავის შესაქცევად იარაღს უმიზნებს ჩიბუხს, მაგრამ ტყვია ბავშვს მოხვდება. პატარა კომუნარი იღუპება.
სცენარის ავტორი: კოტე მარჯანიშვილი, ილია ერენბურგის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხ.
ოპერატორი: სერგეი ზაბოზლაევი
მხატვარი: ვალერიან სიდამონ-ერისთავი
როლები: უშანგი ჩხეიძე (რუ, კალატოზი), სერგეი ზაბოზლაევი-უმც. (მისი შვილი), ვერიკო ანჯაფარიძე (ლუიზა), ტ.მენზონი (გაბრიელ დე მონივეტი), ალექსანდრე (სანდრო) ჟორჟოლიანი (ლეიტენანტი), თამარ ჭავჭავაძე (კომუნარი ქალი), შალვა ღამბაშიძე (ყასაბი)
ხანგრძლივობა: 65'
ფერი: შავ-თეთრი
ხმა: უხმო
„სახკინმრეწვი“