უკანასკნელი ჯვაროსნები (1934)
რეჟისორი: სიკო დოლიძე
ჟანრი: დრამა
სიუჟეტი: ხევსურები ორ ქისტს კლავენ, მაგრამ ქისტები კოლმეურნეობის თავმჯდომარის რჩევით უარს ამბობენ სისხლის აღებაზე და კეთილგანწყობის ნიშნად ხევსურებს სეპარატორს უტოვებენ. მიუხედავად თბილისიდან დაბრუნებული კომკავშირელის, მგელიას მცდელობისა, ხევსურებს არ სჯერათ ქისტების და ამტვრევენ სეპარატორს. იმავე ღამით კულაკები კლავენ მგელიას, მის სიკვდილს კი ქისტებს აბრალებენ. ადათის კარნახით, მგელიას ძმა სისხლის ასაღებად მიდის, მაგრამ დარწმუნდება, რომ მკვლელობაში ქისტების ხელი არ ურევია და შინ ბრუნდება. სოფელი გმობს თორღვაის საქციელს, საცოლეც კი უარს ამბობს მასზე, მაგრამ თორღვაი მაინც აღწევს თავისას და პოულობს ძმის ნამდვილ მკვლელებს. მათ აპატიმრებენ. ახალი ცხოვრება იმარჯვებს. ხევსურეთში იქმნება პირველი საკოლმეურნეო ფერმა, რომელსაც მგელიას სახელს მიანიჭებენ.
სცენარის ავტორი: სიკო დოლიძე
ოპერატორი: ალექსანდრე დიღმელოვი
მხატვარი: სერაპიონ ვაწაძე
კომპოზიტორი: შალვა აზმაიფარაშვილი
ხმის ოპერატორი: როსტისლავ ლაპინსკი
ხმის რეჟისორი: ვასილ დოლენკო
როლები: სერგო ზაქარიაძე (თორღვაი), შალვა ნოზაძე (მგელია), ნატო ვაჩნაძე (ციცია, თორღვაის საცოლე), მ.აბესაძე (დათვია), სანდრო კანდელაკი (იმედა), აკაკი კვანტალიანი (გელა), შალვა ხოფერია (მუსა), ნიკოლოზ ანჯაფარიძე (ვაჟია), ოლღა კეჟერაძე (თორღვაის დედა), ვასო არაბიძე (მჭედელი), ჩიტოლია ჩხეიძე (ხევსური ქალი)
ხანგრძლივობა: 80'
1965 წელს ფილმი აღადგინეს და ხელმეორედ გაახმოვანეს რეჟისორებმა სიკო დოლიძემ და ზაქარია გუდავაძემ. ხმის ოპერატორი ვ.დოლიძე
"სახკინმრეწვი"