აკაკი კვანტალიანი

მსახიობი.

დ.14.12.1907, სამტრედია - 27.07. 1967, თბილისი  საქართველოს დამსახურებული არტისტი (1943), საქართველოს სახალხო არტისტი (1956). 

სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1952)

დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენით. 

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

1924 წელს დაამთავრა ჰუმანიტარული ტექნიკუმი. 

1925 წლიდან სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. სწავლის პერიოდში მონაწილეობდა თბილისის მუშათა თეატრის წარმოდგენებში, რომელსაც მიხეილ ჭიაურელი ხელმძღვანელობდა (1927). 

1928 წლიდან ლადო მესხიშვილის სახ. ქუთაისის თეატრის მსახიობი იყო, შემდეგ მარჯანიშვილის თეატრის წამყვანი მსახიობი გახდა და სიცოცხლის ბოლომდე  იდგა მის სცენაზე.   ასრულებდა მკვეთრად სახასიათო როლებს. მათ შორის აღსანიშნავია ქუჩარა (კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი"), კორნელი (კალაძის "როგორ?"), ტიტიკო (გაბესკირიას "გაზაფხულის დილა"), ხახული (კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება"), ლეპორელო (პუშკინის "ქვის სტუმარი"), ნიკიფორე (მ. ბარათაშვილის "მარინე"), სამსონ ნებიერიძე (მოსაშვილის "მისი ვარსკვლავი"), ქერუბინო (ბომარშეს "ფიგაროს ქორწინება"), ალფრედ დულიტლი (შოუს "პიგმალიონი"), ზემლიანიკა (გოგოლის "რევიზორი"), ლოპიანე(კაკაბაძის "ცხოვრების ჯარა") და სხვა.

   წარმატებით მოღვაწეობდა საესტრადო ჟანრში, როგორც მსახიობი და რეჟისორი.   1944–1951 წლებში ჩამოაყალიბა და ხელმძღვანელობდა ქართული ესტრადის თეატრს. 

 

ფილმოგრაფია

უკანასკნელი ჯვაროსნები (1934) - მსახიობი (გელა)

ფრთოსანი მღებავი (1936) - მსახიობი (ლექსო)

ქალიშვილი გაღმიდან (1940) - მსახიობი (ალი)

ქალიშვილი ხიდობნიდან (1940) - მსახიობი (ხარიტონი)

ქეთო და კოტე (1948, საკავშირო 1953)) - მსახიობი (ბონდო)

ბედნიერი შეხვედრა (1949) - მსახიობი (აფრასიონი)

მაგდანას ლურჯა (1955) - მსახიობი (მენახირე მიტუა)

ცისკარა (1955) - მსახიობი (დევი)

ეთერის სიმღერა (1956) - მსახიობი (ვაჭარი)

აბეზარა (1956) - მსახიობი (ანდრო)

ჩვენი ეზო (1956) - მსახიობი (გიორგი)

ოთარაანთ ქვრივი (1957) - მსახიობი (ურიადნიკი)

საბუდარელი ჭაბუკი (1957) - მსახიობი  (კომენდანტი)

სხვისი შვილები (1958) - მსახიობი (ლუდის გამყიდველი)

მაია წყნეთელი (1959) - მსახიობი (ბერიკა)

მტრობა (ანიმაცია, 1959) - ხმა

განძი (1961) - მსახიობი (ოტია)

გლახის ნაამბობი (1961) - მსახიობი (შაშო)

უდიპლომო სასიძო (1961) - მსახიობი (ვარდენი)

თეთრი ქარავანი (1963) - მსახიობი 

მე ვხედავ მზეს (1965) - მსახიობი (ქიშვარდი)

პიერი - მილიციის თანამშრომელი (1965) - მსახიობი (პროფესორი)

რაც გინახავს, ვეღარ ნახა (1965) - მსახიობი (პაპა ლაზარე)

გიორგობისთვე (1966) - მსახიობი (დავითი)

ქოჩორა - მსახიობი (1967)

 

ამბობენ:

მარინა ბაბუნაშვილი. ცნობილი ქართველები: აკაკი კვანტალიანი - "კვირის პალიტრა".  24.12.2011

საუკუნის პორტრეტები - აკაკი კვანტალიანი. ავტორი მანანა ხიდაშელი - პირველი არხი. 15.05.2014. 

ჰოპლა! ჩვენ ვცოცხლობთ. აკაკი კვანტალიანი - პირველი არხი. 27.11.2016 

საბა მეტრეველი. კაკო კვანტალიანი: ციხიდან დახსნილი უდანაშაულო აგაჯანა და დედისთვის დამალული სიკვდილი - Sputnik. საქართველო. 27.12.2017 

ეკა პატარაია. რატომ ვერ შეირთო ცოლად აკაკი კვანტალიანმა ქვრივი მეზობელი დუდუხანა წეროძე - ჟ. "თბილისელები", №47,  23.11, 2020