ნარინჯის ველი (1937)

რეჟისორი: ნიკოლოზ შენგელაია (თანარეჟისორი დიომიდე ანთაძე)

ჯილდოები: 1941. სსრკ  სახელმწიფო პრემია

სიუჟეტი: კოლმეურნეობა "ნარინჯის ველის" თავმჯდომარე თედო ვერ უძღვება საქმეს. კოლმეურნეობის შენიღბულ მტერს, კირილეს აჰყოლია და ყველაფერს მას უჯერებს. ჯარიდან ბრუნდება თედოსა და მისი საცოლის მეგობარი, გიორგი.მეგობრების დაპირისპირების მიზნით, კირილე ჩააგონებს თედოს, რომ გიორგის მისთვის საცოლის წართმევა სურს. კირილე და ყოფილი კულაკი ბარნაბა ერთად მოქმედებენ კოლმეურნეობის წინააღმდეგ. ცდილობენ თედო წააქეზონ გიორგის წინააღმდეგ, რომელიც კოლმეურნეობის მანდარინის ბაღის შემოღობვაზე კრებს კოლმეურნეებს და შემდეგ საერთო ზეიმს აწყობს. მეორე დღეს თედოს კლავენ. მკვლელობის შემთხვევითი მოწმე ხდება წვრილშვილიანი ღარიბი გლეხი კოსტაია.ის ამხელს კირილეს. მას აპატიმრებენ. გიორგის თავმჯდომარედ ირჩევენ.

სცენარის ავტორები: ლეო ქიაჩელი, ნიკოლოზ შენგელია

ოპერატორი: ანტონ პოლიკევიჩი

მხატვრები: ს. გაბაშვილი, შალვა მამალაძე

კომპოზიტორი: იონა ტუსკია

ხმა: ვ.კოტოვი

როლები: ლევან ხოტივარი (თედო), ნატო ვაჩნაძე (ნანი, თედოს საცოლე), ვერიკო ანჯაფარიძე (სალომე, თედოს დედა), ალექსანდრე ჟორჟოლიანი (კოსტაია), მიხეილ გელოვანი (კირილე, მოანგარიშე), რ.ჩხეიძე (გიორგი, ბრიგადირი), აკაკი ხორავა (მოხუცი კოლმეურნე), ალექსანდრე წითლიძე (პარტუჯრედის მდივანი), უშანგი ჩხეიძე (იულონი, რაიკომის მდივანი), ემანუელ აფხაიძე (ბარნაბა, კირილეს მეგობარი)

ხანგრძლივობა: 90'

ფერი: შავ-თეთრი

 

"სახკინმრეწვი" 

 

 

გიორგი გვახარია ”ნარინჯის ველი” – 70  -  რადიო "თავისუფლება", ივლისი 09, 2007