სამშობლო (1939)
რეჟისორი: ნიკოლოზ შენგელაია (თანარეჟისორი დიომიდე ანთაძე)
სიუჟეტი: კოლმეურნეობაში ცხოვრობს ორი მეგობარი: იაგორა და სარდიონი. მათი მეგობრობა 1905 წლის რევოლუციის ხანიდან იწყება. არავინ იცის, რომ სარდიონი უცხოელი დაზვერვის აგენტია. უცხოელი დივერსანტების გადმოსვლას ხელმძღვანელობს იაგორას შვილი ნოდარი, რომელიც სამოქალაქო ომის დროს გაიქცა საზღვარგარეთ. სარდიონი გამოცდილი მეგზურია, მაგრამ მესაზღვრეები მაინც აღმოაჩენენ დივერსანტებს, ნოდარი ახერხებს გაქცევას და თავშესაფარს მამის სახლში ეძებს, მაგრამ იაგორა გმობს მოღალატე შვილს და ხელს უწყობს მის დაპატიმრებას.
სცენარის ავტორები: გიორგი მდივანი, ნიკოლოზ შენგელაია
ოპერატორი: კონსტანტინე კუზნეცოვი
მხატვარი: ი.გაბაშვილი
კომპოზიტორი: ანდრია ბალანჩივაძე
ხმა: ვლადიმერ დოლიძე
როლები: ნატო ვაჩნაძე (ნათელა, აგროტექნიკოსი), კოტე დაუშვილი (იაგორა, ნათელას მამა), რ.ჩხეიძე (ნოდარი, იაგორას ვაჟი), სერგო ზაქარიაძე (სარდიონი), ლევან ხოტივარი (არჩილი), ალექსანდრე (სანდრო) ჟორჟოლიანი (იასონი, კოლმეურნეობის ბუღალტერი), კოხტა ყარალაშვილი (ამირანი), ლიმან რომანოვი (ვანო), კ.გეგენავა (დათო), ი.მამფორია (ვახტანგი), ფ.ბალაბანი (სტუმარი), ა.მიუსარი (პოლკოვნილი), ი.ნოვიკოვი (კომენდანტი), ზაალ ტერიშვილი (საზღვრის დამრღვევი), თ.ხელაშვილი (დივერსანტი), ვახტანგ ნინუა (ტიტიკო), ე.ჟორდანია (მარიკო)
ხანგრძლივობა: 85'
ფერი: შავ-თეთრი
"თბილისის კინოსტუდია"