აკაკის აკვანი (1947)

რეჟისორი: კონსტანტინე პიპინაშვილი

 

სიუჟეტი: თბილისის თეატრში მხცოვანი პოეტის, აკაკის იუბილეა. კითხულობენ მისალოც მისალმებებს. გლეხების თანხლებით მოხუც პოეტს ჭაღარა ქალი - მისი ძიძა უახლოვდება. ისინი პოეტს ყვავილებით მორთულ აკვანს მოართმევენ. პოეტი დასცქერის აკვანს და მის მეხსიერებაში ცოცხლდება ბავშვობისა და ყრმობის წლები: თავად როსტომ წერეთლის სასახლე, სხვიტორში, გლეხების გარემოცვაში გატარებული  ბავშვობა, ქუთაისის გიმნაზიაში სწავლის წლები.

სცენარის ავტორები: ლევან ასათიანი, კონსტანტინე პიპინაშვილი აკაკი წერეთლის "ჩემი თავგადასავლის" მოტივებზე.

ოპერატორი: ფელიქს ვისოცკი

მხატვარი: დავით კაკაბაძე

კომპოზიტორი: ალექსი მაჭავარიანი

ხმა: ვლადიმერ დოლიძე

როლები: ომარ ჩიტაია (აკაკი ბავშვობაში), შოთა ქოჩორაძე (ჭაბუკი აკაკი), მიხეილ ყვარელაშვილი (იუბილარი აკაკი), სპარტაკ ბაღაშვილი (ესტატე, მეწისქვილე/ვაჟა-ფშაველა/გამზრდელი), თამარ ციციშვილი (ეკატერინე, აკაკის დედა), ალექსანდრე აფხაიძე (აკაკის მამა), მედეა ჯაფარიძე (აკაკის და), ვლადიმერ გიორგაძე, ქრისტესია ლებანიძე(აკაკის ძმები), ნატო ვაჩნაძე (მანო, ძიძა), კოტე მიქაბერიძე (პაპუნა, მანოს ქმარი), კოტე დაუშვილი (მოურავი), ლეილა აბაშიძე (ნაზიბროლა), ედიშერ მაღალაშვილი (ბაგრატი, ახალგაზრდა თავადი), ნოდარ კანდელაკი (ამირანი, მეჯინიბე), ივანე პერესტიანი (გიმნაზიის დირექტორი), ალექსანდრე (სანდრო) ჟორჟოლიანი (ანაპოდისტე, მასწავლებელი), პიოტრ დოლჟანოვი (დობრონრავოვი, მასწავლებელი)

ხანგრძლივობა: 94'

ფერი: შავ-თეთრი

 

"თბილისის კინოსტუდია"