ჩხიკვთა ქორწილი (1957)

ანიმაცია

რეჟისორი: არკადი ხინთიბიძე

 

სიუჟეტი: ტყეში ფრინველებს წვეულება აქვთ. ქორწინდებიან ჩხიკვი ზაქარა და სიტურფით სახელგანთქმული ქეთევანი. ბოროტი ყვავი დროს იხელთებს, გამოიცეკვებს ქეთევანს, გამოიტყუებს და იქვე ჩასაფრებულ მელას გადაუგდებს მოსატაცებლად. მამაცი ზაქარა ფრთოსნებთან ერთად დაედევნება გამტაცებლებს, გამოსტაცებს პატარძალს, მელას კი ფრინველთა მეფე, არწივი უსწორდება.

სცენარის ავტორი: სიკო დოლიძე ვაჟა-ფშაველას მოთხრობის მიხ.

მთავარი მხატვარი: ბორის სტარიკოვსკი

პერსონაჟების მხატვარი: გიორგი თოთიბაძე

ოპერატორები: ვასილ (კოკი) შანიძე, სარა სპარსიაშვილი

კომპოზიტორი: მერი დავითაშვილი

სიმღერის ტექსტი: სიკო ფაშალიშვილი

ხმა: რაფიელ კეზელი

ახმოვანებენ: სესილია თაყაიშვილი, გიორგი შავგულიძე, აკაკი ხორავა, ალექსანდრე (სანდრო) ჟორჟოლიანი, კოტე დაუშვილი, ელენე ყიფშიძე

ხანგრძლივობა: 20'

ფერი: ფერადი

 

კ/ს "ქართული ფილმი"