მტრობა (1959)

ანიმაცია

რეჟისორი: არკადი ხინთიბიძე

სიუჟეტი: ორი ბარტყის უმნიშვნელო წაკინკლავება ორი დიდი საგვარეულოს, "ქორიძეებისა" და "შევარდნაძეების", უთანხმოების საბაბი გახდა, რომელიც შემდეგში ნამდვილ მტრობაში გადაიზარდა. გავიდა დრო. ბარტყები - მზია და ბადრი,  წამოიზარდნენ და მათ ერთმანეთი შეუყვარდათ. სიყვარულმა მტრობა დაძლია.

სცენარის ავტორები: რევაზ ებრალიძე, არკადი ხინთიბიძე, შექსპირის "რომეო და ჯულიეტას" მიხედვით

მთავარი მხატვარი: ბორის სტარიკოვსკი

მხატვარი: ვლადიმერ ნასყიდაშვილი

ოპერატორი: სარა სპარსიაშვილი

კომპოზიტორი: მერი დავითაშვილი

ხმა: ვლადიმერ დოლიძე

ახმოვანებენ: სესილია თაყაიშვილი, ალექსანდრე (სანდრო) ჟორჟოლიანი, აკაკი კვანტალიანი, გიორგი საღარაძე, ტარიელ საყვარელიძე, სალომე ყანჩელი

ხანგრძლივობა: 20'

ფერი: ფერადი

 

კ/ს "ქართული ფილმი"