ისინი ჩამოვიდნენ მთიდან (1954)

რეჟისორი: ნიკოლოზ სანიშვილი

       

ჟანრი: მელოდრამა

სიუჟეტი: სკოლის დამთავრების შემდეგ ახალგაზრდა მთიელები გადაწყვეტენ მეტალურგები გახდნენ. ძველ მეფოლადეთა შთამომავალი, ვეფხვია ხალიბაურიც ოცნებობს ამაზე და სხვებთან ერთად ურალში მიემგზავრება სასწავლებლად. მისი სატრფო, ლელა სოფელში რჩება. გადის დრო. ვეფხიას სწავლა გაუგრძელდა. ფერმის გამგე მოტყუებით ითანხმებს ლელას ქორწინებაზე, მაგრამ ქორწილის დღეს მგელიკას მზაკვრობა მჟღავნდება და ლელა სახლიდან გარბის. ის შემდუღებლად ეწყობა ქარხნის მშენებლობაზე. სამი წლის შემდეგ ქართველი მეფოლადეები სამშობლოში ბრუნდებიან. ვეფხია იგებს ლელას ამბავს და აღარ  უსმენს მას, ისე მიატოვებს, თუმცა შემდეგ მეგობრისგან დაწვრილებით იგებს  ლელას ისტორიას. ახალგაზრდები ქორწინდებიან. ქარხანა მწყობრშია. პირველი ქართული ფოლადის გამოდნობა ვეფხიას ხვდება წილად.

სცენარის ავტორები: აკაკი ბელიაშვილი,მ.ბოლშინცოვი, ნიკოლოზ სარიშვილი

ოპერატორი: დიმიტრი ფელდმანი

მხატვარი: რევაზ მირზაშვილი

კომპოზიტორი: ანდრია ბალანჩივაძე

ხმა: დავით ლომიძე

როლები: ნუკრი ალხაზიშვილი (ვეფხია), ლეილა აბაშიძე (ლელა), ედიშერ მაღალაშვილი (მგელიკა), გოჩა აბაშიძე (დათო), მალხაზ ბებურიშვილი (გიგია), სერგეი გოლოვანოვი (ბულანოვი), ლიუდმილა შაგალოვა (ნასტია), გიორგი შავგულიძე (აპარეკა), პაველ ლუსპეკაევი (ბორისი), ალექსანდრე ომიაძე, ვახტანგ ნინუა, ვ.ხაზაროვა, ნ.პავლენკოვი, ა.სმირნოვი

ხანგრძლივობა: 87'

ფერი: ფერადი

 

კ/ს/ "ქართული ფილმი"