ჩვენი ეზო (1956)

 რეჟისორი: რევაზ (რეზო) ჩხეიძე

      

ჟანრი: მელოდრამა

სიუჟეტი: თბილისის ერთ-ერთ სახლში მობინადრე ახალგაზრდების ჯგუფი სკოლას ამთავრებს. დათო და შალვა საავტომობილო ქარხანაში მიდიან სამუშაოდ, ციცინო - ინსტიტუტში აგრძელებს სწავლას, მხოლოდ ვაჟა, ცნობილი მომღერლია შვილი, გადაწყვეტს ერთი წელი "დაისვენოს". ვაჟას და დათოს ციცინო უყვართ. ვაჟა მოსვენებას არ აძლევს გოგონას, დათო კი თავისი გრძნობის გამჟღავნებას ვერ ახერხებს. გადის დრო. დათო და ციცინო უმჟღავნებენ ერთმანეთს სიყვარულს, ვაჟა თავს ანებებს უდარდელ ცხოვრებას და ისიც ქარხანაში იწყებს მუშაობას. ეზოში  ახალი თაობა იზრდება.

სცენარის ავტორი: გიორგი მდივანი

ოპერატორი: გიორგი ჭელიძე

მხატვრები: გივი გიგაური, კახი ხუციშვილი

კომპოზიტორი: არჩილ კერესელიძე

ხმა: რაფიელ კეზელი

მონტაჟი: ვასილ დოლენკო

როლები: სოფიკო ჭიაურელი (ციცინო), გიორგი შენგელაია (დათო), ლეილა აბაშიძე (მანანა), ლეო ფილფანი (კოტე), გოჩა აბაშიძე (ვაჟა), აკაკი კვანტალიანი (გიორგი),  დუდუხანა წეროძე (თამარი), სესილია თაყაიშვილი (ვასასი), ნოდარ ფირანიშვილი (შალვა), კოტე მგალობლიშვილი (გოჩა), ზაზა გუდავაძე (ფედია), თამარ აბაშიძე (დათოს ბებია), ნინო დავითაშვილი (მინადორა), გრიგოლ ტყაბლაძე, იპოლიტე ხვიჩია, ნინო ანდრონიკაშვილი, თამარ წულუკიძე, ნანი ჩიქვინიძე, ჩიტოლია ჩხეიძე, ირაკლი ქოქრაშვილი

ხანგრძლივობა: 91'

ფერი: ფერადი

კ/ს  "ქართული ფილმი"