მამლუქი (1958)

რეჟისორი: დავით რონდელი

       

ჟანრი: ისტორიული

სიუჟეტი: თანასოფლელ ბიჭებს, გოჩას და ხვიჩას მოიტაცებენ და სტამბოლის ტყვეთა ბაზარში გაყიდიან. გოჩას ვენეციელი ვაჭარი იყიდის, ხვიჩას კი — ეგვიპტელი მამლუქი. ხვიჩას მეომრად აღზრდიან და მაჰმუდს შეარქმევენ. წლების შემდეგ მაჰმუდი ჰარამხანაში დამწყვდეულ ქართველ ქალთან ერთად გაქცევას გადაწყვეტს, მაგრამ ცირას მოკლავენ. ერთ-ერთ ბრძოლაში მაჰმუდი სასიკვდილოდ დასჭრის ვენეციელ მეომარს, რომელიც ქართულად დაიკვნესებს. მაჰმუდს ბავშვობა გაახსენდება და მოკლულში ბავშვობის მეგობარ გოჩას იცნობს. მტრის ცხედართან ჩაფიქრებულ მაჰმუდს თანამებრძოლები ღალატს დასწამებენ და მოკლავენ.

სცენარის ავტორი: დავით რონდელი (უიარაღოს (კ.თათარაშვილის) მოთხრობის მიხედვით)

ოპერატორი: ლევ სუხოვი

მხატვარი: რევაზ მირზაშვილი

კომპოზიტორი: ანდრია ბალანჩივაძე

სიმღერების ტექსტის ავტორი: პეტრე გრუზინსკი

ხმა: დავით ლომიძე

როლები: ოთარ კობერიძე (მაჰმუდი), დათო დანელია ( ხვიჩა), ვ. ჯოჯუა (გოჩა), მანანა ლონდარიძე (ცირა),  აკაკი ხორავა (ალი-ბეგი), ლია ელიავა (ზეინაბი), გიორგი შავგულიძე ( ასლან-ბეგი), დუდუხანა წეროძე (მზეხა), მიხეილ ვაშაძე (ტაგუია), ედიშერ მაღალაშვილი (რევია), ბუხუტი ზაქარიაძე (მარკოზი), ვერიკო ანჯაფარიძე (როდამი), ზურაბ ლაფერაძე (ალი-ჰუსეინი), გრიგოლ კოსტავა (ზაიდოლი), ალექსანდრე გომელაური (ალი-უსუფი), ტარიელ საყვარელიძე (ნაპოლეონ ბონაპარტე), გურამ საღარაძე (იბრაჰიმი),  ვლადისლავ ვაშაძე (ვენეციელი ასისთავი)

ხანგრძლივობა: 97'

ფერი: ფერადი

კ/ს  "ქართული ფილმი"