ქალის ტვირთი (1957)
რეჟისორი: ნიკოლოზ სანიშვილი
სიუჟეტი: ქეთევან ახატნელი მეტეხის ციხიდან გამოქცეულ რევოლუციონრს, ზურაბ გურგენიძეს შეიფარებს და ამ დღიდან მოძრაობის გულშემატკივარი ხდება. ახატნელების ოჯახში სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანები ცხოვრობენ. არალეგალური საქმიანობისთვის დაპატიმრებული ძმის ციხიდან დასახსნელად ქეთო ჟანდარმთა რომისტრს, კლიმიაშვილის მიყვება ცოლად. იგი ცოლს აგენტს მიუჩენს და გურგენიძის ორგანიაზაციას აღმოაჩენს. ქეთო იძულებული გახდება ამხანაგების გადასარჩენად ქმარი მოკლას, მაგრამ კლიმიაშვილი საპასუხო გასროლას მოასწრებს. დაჭრილი ქეთო რევოლუციონერებს საფრთხის შესახებ შეატყობინებს და ზურაბს ხელში ჩააკვდება.
სცენარის ავტორი: ნიკოლოზ სანიშვილი, მიხეილ ჯავახიშვილის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით.
ოპერატორი: დმიტრი ფელდმანი
მხატვარი: მიხეილ გოცირიძე
კომპოზიტორი: სულხან ცინცაძე
ხმა: დავით ლომიძე
მონტაჟი: ვასილ დოლენკო
როლები: ლია ელიავა (ქეთევან ახატნელი), გიორგი გეგეჭკორი (ნიკო), იაკობ ტრიპოლსკი (ზურაბ გურგენიძე), გიორგი შავგულიძე (კლიმიაშვილი), თამარ წულუკიძე (მარიამი), ალექსანდრე ომიაძე (ანდრო), ვალერიან დოლიძე (ილიკო), ოთარ კობერიძე (აკაკი ახატნელი), დავით ოქროსცვარიძე (ჯაშუში), მარინე თბილელი (მართა), მიხაილ მინეევი (ვასილი), ფარსმან სონღულაშვილი (სურენი), კოტე თოლორაია (რაჟდენი), ვ.მირონოვი (ბეზგინი). ანდრო კობალაძე (სტალინი), გ.დავითაშვილი, ზურაბ ლაფერაძე, ლ.მანჯავიძე
ფერი: ფერადი
ხანგრძლივობა: 102'
კ/ს "ქართული ფილმი"