მაია წყნეთელი (1959)

რეჟისორი: რეზო ჩხეიძე

    

ჟანრი: ისტორიული, სათავგადასავლო

სიუჟეტი: მოძალადე ბატონის მკვლელობისთვის სოფლიდან გამოქცეული, ბიჭად გადაცმული წყნეთელი გლეხის გოგო მაია გზად ტყვეებით მოვაჭრე თავადს გადაეყრება. შეუტევს, ტყვეებს გაათავისუფლებს და მოღალატე თავადს მეფე ერეკლეს მიგვრის. მათე-ბიჭად მონათლული მაია ყმების გაყიდვაში ამხელს თავადებს, რომლებიც შეთქმულებას მოუწყობენ და დილეგში გამოამწყვდევენ. მათე თავზე ხელაღებული სიმამაცისთვის, სიმარჯვისათვის, ალერსიანი სიმღერებისათვის უყვარდათ. მათეს ბერიკებად გადაცმული მეგობრები გაათავისუფლებენ და შემოსეული მტრის წინააღმდეგ მებრძოლ მეფის ჯარს შეუერთდებიან. დაჭრილი მათე თავისი ქალობის საიდუმლოს უახლოეს მეგობარ ვაჟს მხოლოდ სიკვდილის წინ გაუმხელს.

სცენარის ავტორი: ვალერიან კანდელაკი, მისივე პიესის მიხ.

ოპერატორი: გიორგი ჭელიძე

მხატვრები: გივი გიგაური, კახი ხუციშვილი

კოსტუმების მხატვარი: ნინო მანჯგალაძე

კომპოზიტორი: სულხან ცინცაძე

ხმა: რაფიელ კეზელი, დავით ლომიძე

როლები: ლეილა აბაშიძე (მაია წყნეთელი/მათე-ბიჭი), გრიგოლ ტყაბლაძე (მეფე ერეკლე), გოჩა აბაშიძე (მანუჩა), აკაკი კვანტალიანი (ბერიკა), ვახტანგ ნინუა (ჯემალა), იოსებ აბრამიშვილი (გიო), ნოდარ ჩხეიძე (ქერიმ-აღა), გრიგოლ კოსტავა (ამილახვარი), ზაქარია სიხარულიძე (ქარიყლაპია), ოთარ დათუნაშვილი (თანდილა), ალექსანდრე აფხაიძე (ქაიხოსრო დიღმელი), ირაკლი ქოქრაშვილი (გუბაზი), ივანე ნინუა (ბარათა), მიხეილ სულთანიშვილი (მოურავი), ემანუილ აფხაიძე (მექისე)

ხანგრძლივობა: 96'

ფერი: შავ-თეთრი

კ/სტუდია „ქართული ფილმი"