ნინო (1959)

რეჟისორი: ლეო ესაკია

        

ჟანრი: მელოდრამა

სიუჟეტი: ექიმი ნინო დიდ დროს უთმობს სამსახურს და ზრდის თავის ოთხ შვილს. მისი მეუღლე პროფესორ-გინეკოლოგი არჩილი — ქალაქის ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტია და კარგი მეოჯახე. მას შემდეგ, რაც არჩილი ოჯახს მიატოვებს და მომღერალ ეთერთან გადასახლდება, ნინოს მარტოს უწევს შვილების აღზრდა.  ეთერის უსაქმური ვაჟი კუკა არჩილს მომგებიან ობლიგაციას მოპარავს. არჩილი თავის შვილს, ნოდარს დაადანაშაულებს. ნოდარის სიმართლეში ეჭვი ნინოსაც შეეპარება. შეურაცხყოფილი ბავშვი სახლიდან გაიქცევა. დაძაბულობას თავად არჩილი განმუხტავს. იგი აღიარებს, რომ ობლიგაცია კუკას მოუპარავს. ცოლ-შვილს პატიებას თხოვს და ოჯახს დაუბრუნდება.

სცენარის ავტორი:     ვიქტორ ჭანკვეტაძე

ოპერატორი:  იური რიშკოვი

მხატვარი: ნიკოლოზ (ნიკა) ყაზბეგი

კომპოზიტორი:         რევაზ ლაღიძე

ხმა: ვლადიმერ დოლიძე

როლები:        მედეა ჩახავა (ნინო), გრიგოლ კოსტავა (არჩილი), დოდო ჭიჭინაძე  (ეთერი), მერი დავითაშვილი (მარო), ნუკრი (ნიკოლოზ)  ალხაზიშვილი (ვახტანგი), ვ.ფილიაშვილი (ნოდარი), დალი ღოღელიანი (თამარი), ც.ჭიჭინაძე (მზია), მალხაზ გორგილაძე (კუკა)

ხანგრძლივობა:         83'

ფერი: შავ-თეთრი 

 

კ/სტუდია       "ქართული ფილმი"