დოდო (თამარ) ჭიჭინაძე 

მსახიობი

28 თებერვალი, 1926, ქუთაისი - 3 ნოემბერი, 2009, თბილისი)  

საქართველოს დამსახურებული არტისტი (1960), საქართველოს სახალხო არტისტი (1976). საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირის წევრი (1950), საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი (1965). "ღირსების ორდენის" კავალერი (1998).

სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში (1944-1945). დაამთავრა თბილისის კინოსტუდიასთან არსებული სამსახიობო სკოლა (1949). ჯერ კიდევ სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტი  მიიწვიეს კინოში ფილმ "დავით გურამიშვილში"(1946) პოეტის სატრფოს - ქეთევანის როლის შესასრულებლად.  1950 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იყო მარჯანიშვილის სახ. თეატრის მსახიობი. შესრულებული აქვს: მზევინარის (ვაჟა-ფშაველას "მოკვეთილი"), ივდითის (გუცკოვის "ურიელ აკოსტა), მედეას (ევრიპიდეს "მედეა"), ლედი ანას (შექსპირის "რიჩარდ მესამე") და სხვა როლები

 

ფილმოგრაფია

დავით გურამიშვილი (1946) -  მსახიობი  (ქეთევანი)

ბედნიერი შეხვედრა (1949)  - მსახიობი  ((ეთერი)

ბაში-აჩუკი (1950)  - მსახიობი  (თავადის ქალი ნინო)

ჭრიჭინა (1954) - მსახიობი  (თინა)

ცისკარა (1955)  - მსახიობი  (მზია)

ნინო (1959)  - მსახიობი  (ეთერი)

შეწყვეტილი სიმღერა (1960)  - მსახიობი  (დოდო)

სინემა (1977)   - მსახიობი  

ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი (1983)  - მსახიობი  

ორომტრიალი (1986)  - მსახიობი  (ქეთევანი)

ბილიკი  (1987)  - მსახიობი   

ვალსი პეჩორაზე  (1992)  - მსახიობი  

ნეტავ აღარ იწვიმოს  (2000)  - მსახიობი  

შური  (2000)  - მსახიობი   

გაფითრებული თებერვლის ლანდი  (დოკ. 2005)  

ასეთი სიყვარული (2006)  - მსახიობი     

გამცილებელი  (2006)   - მსახიობი  

წარსული სიყვარულის გახსენება (2009)  - მსახიობი  

კადრები კოსმოსში (2009) - მსახიობი   

 

ბარამიძე გ., "არა მარტო ისე, როგორც ცხოვრებაში" - ჟურნ."საბჭოთა ხელოვნება", N4, 1969; 

ხეთერელი ც., "დოდო ჭიჭინაძე"- თეატრალური მოამბე", N6, 1975; 

ჯიყაშვილი ლ., "დიდი ქალბატონი: გარეგნობას არ ჰქონია მნიშვნელობა, სულში რა გაქვს, ის არის მთავარი..." - გაზ. "კვირის პალიტრა", 9-15 ნოემბერი, 2009.