შეწყვეტილი სიმღერა (1960)

რეჟისორი: ნიკოლოზ სანიშვილი

   

ჟანრი: მელოდრამა

სიუჟეტი: მეორე მსოფლიო ომის დროს ჰიტლერული სლოვაკური დივიზიის შემადგენლობაში მყოფი ჯარისკაცები საბჭოთა არმიის მხარეზე გადმოდიან. მათ შორის არის სლოვაკი მეომარი - მიშო ზვარა, ადრე     მუსიკის მასწავლებელი. მიშო ქართველ სამხედრო ექიმს, ელიკო გელოვანს გაიცნობს. სოხუმში დაჭრილი ამხანაგის სანახავად ჩასული მიშო ისევ შეხვდება ელიკოს. მაგრამ ომი გრძელდება და ჯარისკაცი ფრონტზე ბრუნდება, ის იღებს დავალებას სლოვაკეტში პარტიზანულ ბრძოლებში მიიღოს მონაწილეობა.მიშო მძიმედ იჭრება, მას ფეხს მოჰკვეთენ.  მიშო კვლავ  სოხუმის ჰოსპიტალში ხვდება, მაგრამ ამპუტირებული ფეხის გამო საყვარელ ქალთან შეხვედრას გაურბის. ელიკო თვითონ მოძებნის მას.

სცენარის ავტორები: კონსტანტინე ლორთქიფანიძე, ალბერტ მარენჩინი, ნიკოლოზ სანიშვილი

ოპერატორი: დუდარ მარგიევი

მხატვრები: რუდოლფ კოვაჩი, ევგენი მაჭავარიანი

კოსტუმების მხატვარი: ელენე ახვლედიანი

კომპოზიტორები: რევაზ ლაღიძე, ტიბორ ანდრაშოვანი

ხმა: დავით ლომიძე, რ. პავლიჩეკი

მონტაჟი: ვასილ დოლენკო, ბ. ვოდერკა

როლებში: ლია ელიავა (ელიკო),  იულიუს პანტიკი (მიშო ზვარა), ოთარ კობერიძე (გურამი), ალქსანდრე ომიაძე (მამუკა), ვერიკო ანჯაფარიძე (მარიამი), დოდო ჭიჭინაძე (დოდო), ზურაბ (კუკური) ლაფერაძე (მამედოვი)

ხანგრძლივობა: 100'

ფერი: ფერადი

კინოსტუდია "ქართული ფილმი"/ კინოსტუდია "კოლიბა" (ჩეხოსლოვაკია)