პაპა გიგია (1960)
რეჟისორი: ზაქარია გუდავაძე
სიუჟეტი: კოლმეურნეობაში მოსავლიანობის გაზრდის მიზნით ვაზის ჯიშების განახლების პროცესი მიდის, ეს პროცესი საკარმიდამო ვენახებსაც ეხება. უფროსებს პიონერებიც ეხმარებიან. პაპა გიგიას კარგად ესმის პროცესის მნიშვნელობა, მაგრამ საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთზე ვენახის გაჩეხვა არ სურს ახალგაზრდობის ოგონებების გამო. მისი შვილიშვილი, დათო, რომელსაც არ სურს ჩამორჩეს ამხანაგებს, თვითნებურად იწყებს ვენახის აჩეხვას, რის გამოც პაპა მკაცრად სჯის. მაგრამ, როცა დათოს საქციელი პიონერთა გაკიცხვის საგანი ხდება, პაპა აპატიებს შვილიშვილს და თავად აჩეხავს დარჩენილ ვაზს.
სცენარის ავტორები: გრიგოლ ჩიქოვანი, ი. კროტკოვი (გრიგოლ ჩიქოვანის მოთხრობის "მეორე ოჯახის"მიხედვით)
ოპერატორი: იური რიშკოვი
მხატვარი: ნიკოლოზ ყაზბეგი
კომპოზიტორი: მერი დავითაშვილი
ხმა: ეთერ ჯებაშვილი, მიხეილ ათანელოვი
როლებში: კოტე დაუშვილი (პაპა გიგია), იამზე გვათუა (ნათია), თამარ დოლიძე (ციალა), ჯულიეტა ვაშაყმაძე (თინა), სოსო აბრამიშვილი (ჭაბუკა), ალექსანდრე ჟორჟოლიანი (ილო), მეგი წულუკიძე (მასწავლებელი), იმედა კახიანი (პიონერთხელმძღვანელი), ზურაბ ლაფრაძე (კოლმეურნეობის თავმჯდომარე), იპოლიტე ხვიჩია, ცაცა ამირეჯიბი, თამაზ ბიბილური, ა. ზარდიაშვილი
ხანგრძლივობა: 70'
ფერი: შავ-თეთრი
კინოსტუდია "ქართული ფილმი"