განგაში (1968)

რეჟისორი: ნიკოლოზ სანიშვილი

   

ჟანრი: მელოდრამა

სიუჟეტი: სკოლის დამთავრების შემდეგ სამი მეგობარი ჭიათურაში მიემგზავრება სამუშაოდ. ორი მათგანი შავი ქვის მაღაროში იწყებს მუშაობას, მესამე, ბონდო კი მძღოლად ეწყობა ხე-ტყის საწყობში. აქ იყრება მეგობრების გზები. საწყობის გამგის რჩევებით ბონდო იოლი შემოსავლის მიღებას ეჩვევა და ბნელ საქმეებსაც არ ერიდება.  

სცენარის ავტორები: არჩილ სულაკაური, ნიკოლოზ სანიშვილი, ანზორ სალუქვაძე, რევაზ ინანიშვილი აკაკი ბელიაშვილის რომანის "შვიდკაცა" მოტივებზე

ოპერატორი: ლევ სუხოვი

მხატვარი: რევაზ მირზაშვილი

კომპოზიტორი: რევაზ ლაღიძე

ხმა: ეთერ ჯებაშვილი

როლებში: მანანა ცხოვრებოვა (ციცინო), დათო აგიაშვილი (დათო), ლერი გაფრინდაშვილი (ბონდო), გოგი ქავთარაძე (ყარამანი), გია ფერაძე (ოსიკო), კოტე დაუშვილი (დომენტი), იპოლიტე ხვიჩია (ნარიმანი), მზია (ღუღუნი) კანდელაკი (ფოთოლა), რიურიკ ჩხეიძე (ალფეზი), მიხეილ ვაშაძე (არჩილი), ეთერ ბაქრაძე (მარიკა), თ. ტიტვინიძე (ეთერი), ნინო ჩხეიძე (მაკრინე), ვახტანგ ნინუა (დურმიშხანი), ირინე მაღალაშვილი (მდივანი), იოსებ ხაინდრავა (ექიმი)

ხანგრძლივობა: 95'

ფერი: ფერადი

კინოსტუდია "ქართული ფილმი"