ბებერი მეზურნეები (1973)

სატელევიზიო

რეჟისორი: ვალერიან კვაჭაძე

  

ჟანრი: დრამა

სიუჟეტი: ფილმი სამ მოხუცებულ მეზურნეზე მოგვითხრობს, რომლებიც  ძველი თბილისის ხიბლს თანამედროვე ცხოვრებაშიც ინარჩუნებენ.   შვილები ომში დაეღუპათ, შთამომავლობის გარეშე დარჩენილებს მხოლოდ მათზე მზრუნველი ერთგული მეუღლეები შემორჩათ. ისინი წარსულის მოგონებებით არსებობენ და კაცთმოყვარეობის შესანიშნავ მაგალითებს აძლევენ გარშემომყოფთ. 

სცენარის ავტორი: მერაბ ელიოზიშვილი

ოპერატორები: არჩილ ფილიპაშვილი, ლევან ნამგალაშვილი

მხატვარი: გივი გიგაური

კომპოზიტორი: გია ყანჩელი

ხმა: ვლადიმერ ნიკონოვი

მონტაჟი: ნაზი (ლეილა) მუხიგულაშვილი

როლებში: ვერიკო ანჯაფარიძე (ბაბალე), სესილია თაყაიშვილი (ნუცა), ეთერი მოციქულაშვილი (მაკრინე), გიორგი საღარაძე (ბუთხუზი), რამაზ ჩხიკვაძე (თედო), ბუხუტი ზაქარიაძე (სოსანა), ზურაბ ქაფიანიძე (მძღოლი), კოტე დაუშვილი (მეთევზე გოლა), ბორის წიფურია (მემაწვნე ლადო), თენგიზ მაისურაძე (ინკასატორი), გიორგი (გოგი) ქავთარაძე (მილიციელი)

ხანგრძლივობა: 68'

ფერი: ფერადი

კინოსტუდია "ქართული ფილმი"