გია ყანჩელი 

კომპოზიტორი

დ. 10.08.1935, თბილისი - გ. 2.10.2019, თბილისი

 

საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1973), საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1977),  საქართველოს სახალხო არტისტი (1980), შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1981), საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1988),  ღირსების ორდენის კავალერი (1995).  თბილისის საპატიო მოქალაქე (2007).

დაჯილდოებულია რუსეთის დამოუკიდებელი ნაციონალური პრემიით "ტრიუმფი", საკავშირო კინოფესტივალზე ლიტვის კომპოზიტორთა პრიზით საუკეთესო მუსიკისთვის ფილმში "მშობლიურო ჩემო მიწავ" (1981), რუსეთის  ნაციონალური კინოპრემიით "ნიკა" (1987, საუკეთესო მუსიკისთვის ფილმში "ქინ-ძა-ძა") 

1959 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გეოლოგის სპეციალობით. დიპლომის აღებისთანავე სწავლა გააგრძელა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში საკომპოზიციო ფაკულტეტზე (ხელმძღვანელი იონა ტუსკია), რომელიც 1963 წელს დაამთავრა. 1972 წლიდან მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში მუსიკალური ნაწილის გამგედ. 1979- 1983 წლებში იყო    საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის მდივანი. 1995-1996 წლებში იყო  ანტვერპენის სიმფონიური ორკესტრის მიწვეული კომპოზიტორი. 

ნაყოფიერად თანამშრომლობდა რუსთაველის თეატრთან.  მას  ეკუთვნის რობერტ სტურუას საუკეთესო სპექტაკლებისათვის შექმნილი მუსიკა („კავკასიური ცარცის წრე“, „რიჩარდ III“, „ჰამლეტი“, „ქალი-გველი“, „მეთორმეტე ღამე“ და სხვა).

გია ყანჩელის შემოქმედებით მემკვიდრეობას განეკუთვნება  ოპერა „და არს მუსიკა“ (1983წ.), 6 სიმფონია, კონცერტი სიმფონიური ორკესტრისათვის (1962 წ.); ლარგო და ალეგრო სიმებიანი ორკესტრის, ფორტეპიანოსა და ლიტავრებისათვის (1963 წ.); „სევდა ნათელი“ - ბიჭუნათა გუნდის, ორი სოლისტისა და დიდი სიმფონიური ორკესტრისათვის (1985 წ.);1977 წელს შექმნილმა სიმფონიამ „ინ მემორია მიქელანჯელო“ მას საერთაშორისო აღიარება მოუტანა.

გარდა ამისა,  მას ეკუთვნის მუსიკა სპექტაკლებისათვის: "მზიანი ღამე"(1966); "ჩალის ქუდი" (1967); "ხანუმა" (1968); "სეჩუანელი კეთილი კაცი" (1969); "მედეა" (1971); "როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის" (1979); "ლურჯი ცხენები წითელ ბალახზე" (1980); "ამჰერსტის მშვენება" (1982) და სხვ.

 

ფილმოგრაფია

 ზღვის შვილები  (1964) - კომპოზიტორი

 ოქრო (ანიმაციური, 1965)  - კომპოზიტორი

 სევდიანი რომანი (ანიმაციური, 1967)  - კომპოზიტორი

 არ იდარდო  (კ/ს „მოსფილმი“,  „ქართული ფილმი“, 1968)  - კომპოზიტორი

 არაჩვეულებრივი გამოფენა  (1968) - კომპოზიტორი

 ქერათმიანი ქალიშვილი (1968)  - კომპოზიტორი

 კონკურენცია (ანიმაციური, 1970) - კომპოზიტორი

 მეზობლები (კინოალმანახიდან "დიდი ხნის წინათ", 1970)  - კომპოზიტორი

 ფეოლა  (1970)  - კომპოზიტორი

 შეხვედრამდე (1970)  - კომპოზიტორი

 ქვევრი (1970)  - კომპოზიტორი

 მომთვინიერებელი (ანიმაციური, 1971)  - კომპოზიტორი

 მე, გამომძიებელი (1971)  - კომპოზიტორი

 როცა აყვავდა ნუში (1972) - კომპოზიტორი

 თეთრი ქვები (1972)  - კომპოზიტორი

 გლადიატორი (1972)  - კომპოზიტორი

 ბებერი მეზურნეები (1972)  - კომპოზიტორი

 რეკორდი (1973) - კომპოზიტორი

 ციმბირელი პაპა (1973)  - კომპოზიტორი

 შერეკილები (1973) - კომპოზიტორი (ჯანსუღ კახიძესთან ერთად)

 კაპიტნები (1974) - კომპოზიტორი

 ღამის ვიზიტი (1974)  - კომპოზიტორი

 ჯადოსნური კვერცხი (ანიმაციური, 1974) - კომპოზიტორი

 კავკასიური რომანსი (1975)  - კომპოზიტორი

 კავკასიელი ტყვე (1975)  - კომპოზიტორი

 სადა ხარ ჩემო სავანა (ანიმაციური, 1975) - კომპოზიტორი

 კაფე „იზოტოპი"  (Кафе «Изотоп», „მოსფილმი“, სსრკ,  1977)  - კომპოზიტორი

 მიმინო (Мимино, „მოსფილმი“, „ქართული ფილმი“,  სსრკ, 1977)  - კომპოზიტორი

 რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე (1977)  - კომპოზიტორი

 რბოლა (1977) - კომპოზიტორი

 სამანიშვილის დედინაცვალი (1977)  - კომპოზიტორი (ჯანსუღ კახიძესთან ერთად) 

 კავკასიური ამბავი (1978)- კომპოზიტორი 

 სინემა (1978)  - კომპოზიტორი

 დიუმა კავკასიაში (Дюма на Кавакзе, გორკის სახ.კინოსტუდია, სსრკ, 1979) - კომპოზიტორი

 კარიერი (1979) - კომპოზიტორი (ჯანსუღ კახიძესთან ერთად)

 წინაპართა მიწა (1979)  - კომპოზიტორი

 ველოდები და იმედი მაქვს (Жду и надеюсь, „დოვჟენკოს სახ. კინოსტუდია, სსრკ, 1980) - კომპოზიტორი

 მშობლიურო ჩემო მიწავ (რაიკომის მდივანი, 1980) - კომპოზიტორი

 ცრემლები წვეთდა (Слёзы капали, „მოსფილმი“, სსრკ, 1982)  - კომპოზიტორი

 ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი (1983)  - კომპოზიტორი

 გმადლობთ, რატილი (1983) - კომპოზიტორი 

 დღეს ღამე უთენებია (1983)  - კომპოზიტორი

 ათოვდა ზამთრის ბაღებს (1984)  - კომპოზიტორი

 მრისხანების დღე (День гнева, გორკის სახ. კინოსტუდია, სსრკ,  1985) - კომპოზიტორი

 სკაპენის ოინები (სატელევიზიო, ორსერიანი, 1985) - კომპოზიტორი

 ორომტრიალი (1986) - კომპოზიტორი

 სამყაროს დასასრული მომდევნო სიმპოზიუმით (Конец света с последующим симпозиумом, სამსერიანი ტელეფილმი, „გორკის სახ. კ/ს,სსრკ, 1986)   - კომპოზიტორი

 ქინ-ძა-ძა („მოსფილმი“, სსრკ, 1986)  - კომპოზიტორი

 კრუგლიანსკის ხიდი (Круглянский мост, „ბელარუსფილმი“, სსრკ, 1989) -   კომპოზიტორი

 ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი (1989) - კომპოზიტორი

 დაუდგენელი პირი (Неустановленное лицо, ოდესის კ/ს, სსრკ, 1990) - კომპოზიტორი

 ოჰ, ეს საშინელი,  საშინელი ტელევიზორი (1990) - კომპოზიტორი

 პასპორტი ("მოსფილმი", 1990)  - კომპოზიტორი

 უდაბნო (Пустыня, სატელევიზიო, რუსეთი, 1991)  - კომპოზიტორი

 შავი კლოუნი (Чёрный клоун, რუსეთი, 1995) - კომპოზიტორი

 ალთუ თუ ჩოხანი (Орёл и решка,  1995) - კომპოზიტორი

 ღამის ვიზიტი (რუსეთი, 1997)  - კომპოზიტორი

 სინემა, სინემა, თუ გარდაუვალი გაზაფხული (რუსეთი, 1999) - კომპოზიტორი

 ფორტუნა (2000)  - კომპოზიტორი

 მოდი, ეს სწრაფად გავაკეთოთ (The quickie, Давай сделаем это по-быстрому, გერმანია, საფრანგეთი, ინგლისი, რუსეთი, 2001)  -  კომპოზიტორი (The Tiger Lillies-თან ერთად)

 დათვის კოცნა (Медвежий поцелуй, გერმანია, რუსეთი, საფრანგეთი, 2002)  - კომპოზიტორი

 ან პანი, ან დაღუპული  (Пан или пропал,  ტელესერიალი, რუსეთი, 2004) - კომპოზიტორი

 ნაციონალური ყუმბარა (რუსეთი-აზერბაიჯანი, 2004) - კომპოზიტორი

 ასეთი სიყვარული (2006) - კომპოზიტორი

 სრული სუნთქვა (Полное дыхание, რუსეთი, 2007)  - კომპოზიტორი

 ბედნიერება (ფელიჩიტა, 2009) - კომპოზიტორი

 ინგლისურის მასწავლებელი (დოკ. 2012) - კომპოზიტორი

 ქუ! ქინ-ძა-ძა (ანიმაცია, რუსეთი, 2013) - კომპოზიტორი

 მძევლები (2017) - კომპოზიტორი