სიბრძნე სიცრუისა (1991)
რეჟისორი: ნანა ხატისკაცი
სიუჟეტი: იგავი ბედნიერების მაძიებელი უფლისწულის შესახე, რომელმაც ბევრი იმოგზაურა, მაგრამ უზრუნველი ადამიანი ვერსად ნახა.
სცენარისტი: ნანა ხატისკაცი სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკების მიხედვით
ოპერატორი: დავით მეფარიშვილი
მხატვარი: გენო ცაავა
ხმის რეჟისორი/ოპერატორი: გარი კუნცევი, თენგიზ თოდაძე
მონტაჟი: სოფო მაჩაიძე
როლები: ზურა მაღალაშვილი (უფლისწული, დიდი პაპა, მეფე), კახი კავსაძე (ძროხისკუდოანი გლეხი), ბონდო გოგინავა (გლეხი, უფროსი ძმა, ყრუ), ია ფარულავა (დედოფალი, მოცინარი გოგონა), პაატა მოისწრაფიშვილი (ღამის გუშაგი, დურგალი. ყრუ, მამალი), გია აბესალაშვილი (უმცროსი ძმა, ყრუ, მგელი,აქლემი), მანანა მენაბდე (დიდი დედა), მარინა ჯანაშია (მელა), ბაია დვალიშვილი (წერო), გივი ჭიჭინაძე (ბრმა, გზირი, ვაჭარი), გენო ცაავა (მოგზაური), ეკა ქუთათელაძე (მთხრობელი, მოგზაური), ლელა ალიბეგაშვილი (მოცეკვავე გოგონა, თხა), გიორგი (გოგი) გეგეჭკორი (მოტირალი-მოცინარი, ორი პურით მემასპინძლე, მცველი), ედიშერ მაღალაშვილი (მოტირალი-მოცინარი, ორი პურით მემასპინძლე, მცველი), ჟანრი ლოლაშვილი (ყადი), დიმიტრი (დიმა) ღვთისიაშვილი
ხანგრძლივობა: 95 წთ
ფერი: ფერადი
"ქართული ფილმი", სტუდია "დრო"