ორფეოსის სიკვდილი (1996)
რეჟისორი: გიორგი შენგელაია
ჟანრი: დრამა/მელოდრამა
სიუჟეტი: ვახტანგი მეცნიერია, პეპლებს შეისწავლის და უნოვერსიტეტში ლექციებს კითხულობს. თუმცა არ შეუძლია გულგრილი დარჩეს ქალაქში მიმდინარე მოვლენების მიმართ. მისი სტატიები აღშფოთებას იწვევს. ეგზალტირებული საზოგადოება მას ეროვნული იდეების მოღალატედ რაცხავს და ემუქრება. პარალელურად ვახტანგი შემთხვევით ახალგაზრდა ქალს გაიცნობს და ცდილობს ის შავ სამყაროს ჩამოაშოროს, თუმცა ამაოდ...
სცენარისტები: გიორგი შენგელაია, კოტე ჯანდიერი (გამოყენებულია ჰერმან ჰესესა და ვლადიმერ ნაბოკოვის ნაწარმოებების მოტივები)
ოპერატორი: ჯიმშერ (ჯიმი) ქრისტესაშვილი
მხატვარი: ვახტანგ რურუა
კომპოზიტორი: ირაკლი ჩარკვიანი
ხმა: ზურაბ ნადარაია
მონტაჟი: სოფიო მაჩაიძე
როლები: ზურაბ ყიფშიძე (ვახტანგი), ნინო კასრაძე (ნინო), ზურაბ ბეგალიშვილი (ჯიპის პატრონი), გიორგი გურგულია (მაფიოზი), შორენა პატარაია (თამრიკო), კახი კავსაძე (ელიზბარი), დათო გიცირიძე (გოგა), გოგიტა ჭყონია (იურა), დარეჯან ხარშილაძე (ზაირა), ბერტა ხაფავა (ანიკო), ირაკლი ჩარკვიანი (გიტარისტი), ნიკოლოზ (ნიკუშა) შენგელაია (საქსაფონისტი), ირმა ლეჟავა (პიანისტი), დათო მაჭავარიანი (დამრტყმელი), გია მირზაშვილი (ტამტამისტი), თემურ კილაძე (ჯიპის მძღოლი), გია ჯაფარიძე (სვანურქუდიანი), პაატა მოისწრაფიშვილი (წვერებიანი), დოდო გიგაური (თამარი)
ხანგრძლივობა: 87 წთ
ფერი: ფერადი
"ქართული ფილმი", კ/ს "სხივი", რუსეთის კინემატოგრაფიის სახელმწიფო კომიტეტი, კ/ს "ლუჩ"
იხ. ნოდარ გურაბანიძე. თანამედროვე ორფეოსები განწირულნი არიან - გაზეთი ”ლიტერატურული საქართველო” 1997 7-14.03
გოგი გვახარია. მამები ისევ ზღაპრებს გვიამბობენ - გაზეთი ”7 დღე” 1996 24-30.05