მე ვიტყვი სიმართლეს (1957)

 რეჟისორი: ლევან ხოტივარი

 სიუჟეტი: ემიგრაციაში მყოფი  ოთარ დევიძე საქართველოში ჩამოდის, რათა ბიძაშვილისთვის დატოვებული მემკვიდრეობა მკვლელობის გზით  ჩაიგდოს  ხელში.  ადგილზე ჩასული ის ხელს იღებს თავის განზრახვაზე, მაგრამ მკვლელობის ჩადენა მაინც მოუხდება, თუმცა არა თავისი ბიძაშვილის, არამედ თავისი თანამზრახველის.

 სცენარის ავტორები: ორდე დგებუაძე,  ლევან ხოტივარი (ორდე დგებუაძის მოთხრობის "მეორედ დაბადება" მიხ.)

 ოპერატორი: არჩილ ფილიპაშვილი

 მხატვრები:  ლეონიდ მამალაძე, ზურაბ მეძმარიაშვილი

 კომპოზიტორი: ოთარ თაქთაქიშვილი

 ხმა: როსტისლავ ლაპინსკი

 როლები: ოთარ კობერიძე (ოთარი), ზურაბ ლაფერაძე (მერაბი), აკაკი ვასაძე (მელიტონი), მარინა ახვლედიანი (ქეთევანი), დოდო აბაშიძე (უშანგი), გიორგი შავგულიძე (კოსტა), გიორგი გელოვანი (ჯუმბერი), ალექსანდრე ომიაძე (პროკურორი), ია ხობუა (მდივანი ქალი), გრიგოლ კოსტავა (მოსამართლე), გიორგი ქორიძე (ანდრო), ნინო კაკაბაძე (მართა)

ხანგრძლივობა: 80 '

ფერი: ფერადი

 

კ/ს "ქართული ფილმი"