ლეო (ლევან) ფილფანი  

მსახიობი

 დ. 6. 06. 1934, სოფ. ლენჯერი, მესტიის რ-ნი -  5. 08. 1995, თბილისი

აფხაზეთის ასსრ დამსახურებული არტისტი (1963), საქართველოს სახალხო არტისტი (1980). 

1958  წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახ. სახელმწიფო  თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. მუშაობდა სოხუმის თეატრში (1958-1973). 1973 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე  რუსთავის სახ. თეატრის მსახიობი იყო.

თეატრალური როლებიდან აღსანიშნავია:  ონისე (ალექსანდრე ყაზბეგის „მოძღვარი“), ქადაგი (დავით გაჩეჩილაძის „ბახტრიონი“), მერკუციო (უილიამ შექსპირის „რომეო და ჯულიეტა“), ბეჟანა (ნოდარ დუმბაძის „მე ვხედავ მზეს“), ოიდიპოსი (სოფოკლეს „იოდიპოს მეფე“), სიმონ რენარი (ვიქტორ ჰიუგოს „მარიამ ტიუდორი“) და სხვ. სოხუმის თეატრში; ლევან ზარდიაშვილი (ვ. იაქაშვილის „წრთობა“), თავადი გვანგვა (პოლიკარპე კაკაბაძის „კახაბერის ხმალი“), კლავდიუსი (უილიამ შექსპირის „ჰამლეტი“) და სხვ.  

კინოში  მისი დებიუტი შედგა  ფილმში «ცისკარა» (1954). 

ფილმოგრაფია

ცისკარა (1955) 

ჩვენი ეზო  (1956) - მსახიობი (კოტე)

განძი (1961) - მსახიობი

ალავერდობა  (1962) - მსახიობი (მთიელი)

თეთრი ქარავანი (1963) - მსახიობი (ჯაბალა)

ჯილდო (1965) - მსახიობი (მუშა)

ხევსურული ბალადა (1965) - მსახიობი (თორღვაი)

ჯვარცმული კუნძული (1968) - მსახიობი (რეზო)

ჩემი ქალაქის ვარსკვლავი ( 1970) - მსახიობი (გუჯა)

გათენების წინ (1971) - მსახიობი (ეზეკია)

მთვარის მოტაცება (1973) - მსახიობი (ჯამლეთ ტარბა)

დაბრუნება (1977) - მსახიობი

დაუვიწყარი დღე (1977) - მსახიობი (ბიჭების მამა)

ესკულაპეს მოწაფე (1977)  - მსახიობი

ოთხი შარვალი და ერთი ჩითის კაბა (1977) - მსახიობი

ფედია (1977) - მსახიობი

დათა თუთაშხია (1978) -  მსახიობი (ბოდღო ყვალთავა)

მგლის ლეკვები (1978) - მსახიობი

მაცგი (მთის ნოველა, 1979) - მსახიობი

მიზანი (1979) - მსახიობი (ბოცო)

ბეღურების გადაფრენა (1980) - მსახიობი

მშობლიურო ჩემო მიწავ (რაიკომის მდივანი, 1980) - მსახიობი

ძმა (1981) - მსახიობი

წისქვილი ქალაქის გარეუბანში (1981) - მსახიობი

კონდორის დაცემა (Падение Кондора, „მოსფილმი“, 1982) - მსახიობი

ლომა, დავიწყებული მეგობარი (1982) - მსახიობი

მარადისობის კანონი (1982) - მსახიობი (მანუჩარ კიკვაძე)

დღეს ღამე უთენებია (1983) - მსახიობი (მაცია)

წიგნი ფიცისა (1983) - მსახიობი

ადამიანთა სევდა (1984) -მსახიობი

ზოგი ჭირი მარგებელია ( 1984) - მსახიობი (ბეწინა)

დედუნა (1985) - მსახიობი

მამაკაცები და სხვები (1985) -  მსახიობი

ღამის ილუზია (1985) - მსახიობი

ნისლი  (1985) - მსახიობი

ექვსი თოვლიანი დღე (1986) - მსახიობი    

ცალრქიანი ძროხის ნიშნის ქვეშ (Под знаком однорогой коровы, 1986) - მსახიობი (ტემირკანი)

ლომა (1987) - მსახიობი

სტუმარი (Гость, 1987) - მსახიობი

პეიტარი (1988) -მსახიობი

როდესაც  ჩაგიქროლებს, რაც ვერ ჩაგივლის (1988) - მსახიობი

უცხო (1988) - მსახიობი

ცოდვის შვილები (1989) - მსახიობი

ომი ყველასთვის ომია (სტალინის შვილი, 1990) - მსახიობი

პასპორტი (Паспорт,  რუსეთი, 1990) - მსახიობი

კერპი (1992) - მსახიობი  

მოკვეთილი (1992) - მსახიობი (შევანა) 

ოქროს ობობა (1992) - მსახიობი (ბიგურზა)

უძინართა მზე (1992) - მსახიობი

კალმასობა იოანესი (1993) - მსახიობი

ჟამი  (1994) - მსახიობი

წითელი პატეფონი (1995) - მსახიობი