ლევან კიტია

კინორეჟისორი. სცენარისტი. პროდუსერი.

დ. 18.03.1958, თბილისში

1980 წ. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი, 

საზღვარგარეთის ქვეყნების ეკონომიკური გეოგრაფია და საერთაშორისო

ურთიერთობების სპეციალობით), 1983 წ. - მეცნიერებათა აკადემიის გეოგრაფიის ინსტიტუტის ასპირანტურა, 1987 წ. შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტისუტის კინოფაკულტეტი (ლანა ღოღბერიძისა და ომარ გვასალიას სახელოსნო).

1988 წლიდან არის კინოსტუდია „ქართული–ფილმის“ რეჟისორი, სადაც მუშაობა დაიწყო 1984 წელს მწერალთა შემოქმედებით გაერთიანებაში სცენარისტ–სტაჟიორად.

1996–1999 წლებში იყო საქართველოს ტელევიზიის პირველი არხის სტუდიის  „დღე“  სამხატვრო ხელმძღვანელი.

2001–2003 წლებში მუშაობდა სარეკლამო კომპანიაში „AMI“ კრეატიულ დირექტორად. არის რიგი სარეკლამო კამპანიების ავტორი.

2002–2005 წლებში მუშაობდა ტელეკომპანია „იმედში“ მიმართულების პროდუსერად. 

ამჟამად  არის  საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის დოკუმენტური ფილმების სტუდიის რეჟისორი.

წლების განმავლობაში, სხვადასხვა დროს ეწეოდა და ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში,

ილიას სახელობის უნივერსიტეტში და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

 

ფილმოგრაფია

 ჩაძირული ქალაქის მაძიებელნი (1972) - მსახიობი

 3-1 (1983) - სცენარისტი

 Zoo-story (1984) - სცენარისტი

 თოვლის ბაბუა (1986) - მსახიობი (ნუფნუფი)

 ტრასა  (საქართველოს ტელეფილმების სტუდია, 1988) - რეჟისორი, სცენარისტი

 ფაქტები რეჟისორის ცხოვრებიდან (1988) - მსახიობი

 წარსული  ყოველთვის  ჩვენთანაა (1989) - მსახიობი (გია)

 გზაჯვარედინი (1991) - სცენარისტი, რეჟისორი

 ისინი (1992) - მსახიობი

 დღე (1993) - მსახიობი

 ავტოკატასტროფა (1998) - მსახიობი

 სიყვარული ვენახში (1999) - სცენარისტი

 სამოთხე ჩვენი ქალაქის ქუჩებში (2002) - მსახიობი

 ყავა და ლუდი (ტვ სერიალი,ტელეკომპანია „იმედი“, 2004 და 2007 წლის სეზონები - - რეჟისორი

მუხტარის დაბრუნება–2  (სტუდია Pro-TV, უკრაინა; ტელეკომპანიისათვის HTB, 2005 წლის სეზონის ცალკეული სერიები) - რეჟისორი

სიცოცხლის ფასი (დოკ. 2012) - რეჟისორი

ალი და თეო (ტელეკომპანია Lider-TV,აზერბაიჯანი; 2014) - რეჟისორი

ეს იყო სიზმარი (დოკ. 2014) - რეჟისორი

ტრამპლინი (დოკ. 2015) - რეჟისორი

დუხავოი (დოკ.2017) - რეჟისორი (ნინო კაკაურიძესთან ერთად)

სუფრა (2023) - მსახიობი (ზურა)