გივი ბერიკაშვილი

 მსახიობი

საქართველოს სახალხო არტისტი.

დაიბადა გურჯაანის -ნის სოფ კოლაგში, 1933 წლის 12 მაისს. გარდაიცვალა 2017 წლის 10 აპრილს, თბილისში.

მშობლები:ანა ბერიკაშვილი, ზაქარა ბერიკაშვილი. მეუღლე: ლეილა კაპანაძე (1933). შვილები: მანანა (1958), ზურა (1969).

საქართველოს დამსახურებული არტისტი, საქართველოს სახალხო არტისტი (1979), კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრემიის ლაურეატი.

დაამთავრა თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი (ლილი იოსელიანი ჯგუფი, 1956). იყო სოხუმის დრამატული თეატრის (1956-1958), მარჯანიშვილის სახ. თეატრის (1958-1967), რუსთავის დრამატული თეატრის (1967-1975) მსახიობი. კვლავ მარჯანიშვილის სახ. თეატრის მსახიობია 1975 წლიდან, ესტრადის მსახიობი - 1991 წლიდანკინოში შესრულებული აქვს ძირითადად კომიკური და სახასიათო სახის 50-ზე მეტი როლი.

 

ფილმოგრაფია

ჯილდო (1965) - მსახიობი (პეტო)

გიორგობისთვე (1966) - მსახიობი

ლონდრე (1966) - მსახიობი (ლონდრე)

ბზიანეთი (1968) - მსახიობი

ქვევრი (1971)- მსახიობი

დაისი (1971) - მსახიობი (ტიტო)

მშვიდობით, ინესა! (1972) - მსახიობი

გამარჯობა, მეზობელო! (1973) - მსახიობი

მზე შემოდგომისა (1973) - მსახიობი (პლატონი)

ყარო გზის პირას (1974) - მსახიობი (შაშო)

ნიძლავი (1975) - მსახიობი

შაბათ საღამო (1975) - მსახიობი

ღვინის ქურდები (1975) - მსახიობი (ფირუზა)

სამი მანეთი (1975) - მსახიობი

კიბე (1975) - მსახიობი

თერმომეტრი (1976) - მსახიობი

ნატვრის ხე (1976) - მსახიობი (ფადლაურა)

ნამდვილი თბილისელი და სხვები (1976) - მსახიობი

სამი სასიძო (1977) - მსახიობი

ლიმონის ტორტი (1977) - მსახიობი

პეპელა (1977) - მსახიობი

მწვერვალის დამპყრობნი (1977) - მსახიობი

როცა დედები შინ არ არიან (1978) - მსახიობი (გოგიას მამა)

დათა თუთაშხია (1977) - მსახიობი (კოსტა დასტურიძე)

დაბრუნება (1977) - მსახიობი

ქორწინება იმერულად (1978) - მსახიობი (ბუხუტი)

ზღაპარი (1980) - მსახიობი

წარმატება (ალმანახი "ბედის დაცინვა", 1980) - მსახიობი

სიყვარული ყველას უნდა (1980) - მსახიობი (კოლმეურნეობის თავმჯდომარე)

მარადისობის კანონი (1982) - მსახიობი (ბულიკა)

ყვითელი ჩიტი (1983) - მსახიობი

ორშაბათი - ჩვეულებრივი დღეა (1984) - მსახიობი (აბუთიძე)

ყველაზე სწრაფები მსოფლიოში (1985) - მსახიობი

ხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი (1989) - მსახიობი

თეთრი ბაირაღები (1990) - მსახიობი (ტიგრანა)

ლეონარდო (1993) - მსახიობი (მტვირთავი)

ჩონგური (მანქანის ქურდები, 1994) - მსახიობი

შიში (1995) - მსახიობი (ფოსტის გამგე)

წარსულის აჩრდილები (1996) - მსახიობი

სამოთხის გვრიტები (1997) - მსახიობი (მასწავლებელი)

მიჯაჭვული რაინდები (1999) - მსახიობი (სანჩო პანსა)

სიყვარულის ცეცხლი (2003) - მსახიობი

მიდიოდა მატარებელი (2005) - მსახიობი (მანდო, რამკიანი ქურდი)

მაცხოვრის საფლავზე ანთებული სანთელი (2008) - მსახიობი

თბილისური Love Story (2009)მსახიობი (ლადო)

ღვინის აკვანი (2011) - მსახიობი

 

იხ. გულიკო ჯავაშვილი. სიხარული მიანიჭო მაყურებელს - ალმანახიკინო” 1989 №4