არჩილ გომიაშვილი

 მსახიობი

 


 23.03.1926, ჭიათურა - 31.05.2005, მოსკოვი

 საქართველოს სახალხო არტისტი (1966)
 1940–1942 წლებში სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიასთან არსებულ ტექნიკუმში. პროფესიული განათლება მიიღო მოსკოვის ვლ. ნემიროვიჩ–დანჩენკოს სახელობის სკოლა ინტერნატში. მისი სასცენო მოღვაწეობა დაიწყო თბილისში, 1944 წლიდან გამოდიოდა გრიბოედოვის თეატრის სცენაზე. 1948–1954 წლებში იყო კ. მარჯანიშვილის, ხოლო 1954 წლიდან კვლავ გრიბოედოვის თეატრში. ფილმ "თორმეტ სკამში" (1971) შესრულებული ოსტაპ ბენდერის როლის სრულიად საკავშირო წარმატების შემდეგ ის ჯერ მოსკოვის ლენინური კომკავშირის სახელობის, ხოლო შემდეგ მოსკოვის პუშკინის სახ. დრამატული თეატრის მსახიობი გახდა.   კინოში მოღვაწეობდა 1961 წლიდან. 1992 წლიდან გადავიდა ბიზნესში. ის სააქციო საზოგადოება "სითიბიზნესის" პრეზიდენტი გახდა, შემდეგ მოსკოვში გახსნა კლუბი "ოქროს ოსტაპი" (1992), რომელიც სულ მალე ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და პოპულარული დაწესებულება გახდა.   მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა 2005 წლის 31 მაისს, მოსკოვში.
  

ფილმოგრაფია 

  Лично известен (პირადად ცნობილია, 1957) - მსახიობი (მანთაშეროვი)

  Казаки (კაზაკები, 1961) -  მსახიობი (ეროშკა)

  თხუნელა  (1962) -   მსახიობი (ზურაბი)

  Четверо в одной шкуре (ოთხი ერთ ტყავში, 1963) -  მსახიობი (ესმას მამა)

  ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი  (1965) -   მსახიობი (ლომების მომთვინიერებელი)  

  რაც გინახავს, ვეღარ ნახავ (1965) -  მსახიობი (კოსტაია) 

  Чрезвычайное поручение (საგანგებო  დავალება, 1965) -  მსახიობი

  26 бакинских комиссаров (26 ბაქოელი კომისარი, 1966) -  მსახიობი

  Взрыв после полуночи (აფეთქება შუაღამის შემდეგ, 1969) -  მსახიობი

  12 стульев (თორმეტი სკამი, 1971) -  მსახიობი (ოსტაპ ბენდერი)

  Мимино (მიმინო, 1977) -  მსახიობი (ნუგზარ პაპიაშვილი)

  კავკასიური ამბავი  (1978) -   მსახიობი (ეპოშკა) 

  Любовь моя, печаль моя (ჩემი სიყვარული, ჩემი ნაღველი, 1978) -  მსახიობი  (აშრაფი)

  Комедия давно минувших дней (გარდასულ დღეთა კომედია, 1980) -  მსახიობი (ოსტაპ ბენდერი)

  Золотое руно (ოქროს საწმისი, 1981)-   მსახიობი (იაკობი)

  Колокол священной кузни (წმინდა სამჭედლოს ზარი, 1982) -  მსახიობი

  Раннее, раннее утро... (ადრიანი, ადრიანი დილა, მინი სერიალი, 1983) -  მსახიობი(გორდეი ლუკიჩი)

  სკაპენის ოინები  (1985) -  მსახიობი (სკაპენი, რეჟისორი) 

  Медный ангел (სპილენძის ანგელოზი, 1984) -   მსახიობი (ანტონიო ვალდესი, განგსტერი)

  Мой любимый клоун (ჩემი საყვარელი კლოუნი, 1986) -  მსახიობი (პაშა ფოკინი)

  Государственная граница.Фильм 5 (სახელმწიფო საზღვარი, ფილმი 5, 1986) -  მსახიობი (სტალინი)

  Без срока давности (ხანგრძლივობის ვადის გარეშე, 1986) -  მსახიობი

  Сталинград (სტალინგრადი, 1989) -  მსახიობი

  Война (ომი, მინი სერიალი, 1990) -  მსახიობი (სტალინი)

  Супермен (სუპერმენი, 1990) -  მსახიობი

  Место убийцы вакантно... (მკვლელის ადგილი ვაკანტურია, 1990) -  მსახიობი

  Война на западном направлении (ომი დასავლეთის მიმართულებით, 1990) -  მსახიობი

  Официант с золотым подносом (ოფიციანტი ოქროს ლანგრით, 1992) -  მსახიობი

  Трагедия века (საუკუნუს ტრაგედია, 1993) -  მსახიობი

  Ангелы смерти (სიკვდილის ანგელოზები, 1993) - მსახიობი