რაც გინახავს, ვეღარ ნახავ (1965)
რეჟისორი: მიხეილ ჭიაურელი
ჟანრი: კომედია
სიუჟეტი: ახალგაზრდა ხელოსან გოგიას და სოფლელ გოგოს ტასიას ერთმანეთი შეუყვარდებათ. საქორწილო მაყრიონის თანხლებით ტასიას სოფელში ჩასულ გოგიას საპატარძლო აღარ დახვდება — ტასიას ნათლიის, თავადის ქალის ბრძანებით, ის თავადის სახლში შინამოსამსახურედ წაიყვანეს. მოქეიფე და უსაქმურ თავადი უარით ისტუმრებს ქალის დაბრუნების თხოვნით მისულ ხელოსანთა უსტაბაშს. მას ტასიას დატოვება უნდა, მაგრამ ბატონყმობა გადავარდნილია და ამის უფლება აღარ აქვს, ამიტომ მასზე ჯვრის დაწერას გადაწყვეტს. მაგრამ ქორწილი იშლება. ყარაჩოხელების დახმარებით გოგია და ტასია ჯვარს იწერენ.
სცენარის ავტორები: ნოდარ წულეისკირი, მიხეილ ჭიაურელი, ავქსენტი ცაგარელის პიესის მიხედვით
ოპერატორი: დუდარ მარგიევი
მხატვარი: სერაპიონ ვაწაძე
კოსტიუმების მხატვრები: ფარნაოზ ლაპიაშვილი, კონსტანტინე კვალიაშვილი
კომპოზიტორი: რევაზ ლაღიძე
მონტაჟი: ვასილ დოლენკო
ხმა: დავით ლომიძე, ეთერ ჯებაშვილი, შოველ ჩიტიძე
როლებში: გიორგი შენგელაია (გოგია), სოფიკო ჭიაურელი (ტასია), ვახტანგ ნინუა (თავადი ავთანდილი), ვასო გოძიაშვილი (ავეტიკა), აკაკი ხორავა (გიჟუა), ვერიკო ანჯაფარიძე (თავადის ქალი), სერგეი მარტინსონი (ბორისი), არჩილ გომიაშვილი (კოსტაია), ცაცა ამირეჯიბი (მელანო), აკაკი კვანტალიანი (პაპა ლაზარე), ფარსმან სონღულაშვილი (მოურავი), მერი დავითაშვილი (მართა), კოტე დაუშვილი (მღვდელი), დიმიტრი ყიფიანი (თავადი), ირაკლი ქოქრაშვილი (ყარაჩოხელი), ემანუილ აფხაიძე, ილია ბაკაკური, ავთანდილ ვერულეიშვილი, ედიშერ მაღალაშვილი, გივი თოხაძე, კოტე თოლორაია, მ.ხოჯაევი
ხანგრძლივობა: 82'
ფერი: ფერადი
კინოსტუდია „ქართული ფილმი“