ჟანრი ლოლაშვილი 

მსახიობი

 

     დაიბადა 22. IV. 1942, თბილისში  

     საქართველოს დამს.არტისტი (1976), საქართველოს სახალხო არტისტი (1981), სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1979). 

     23-ე სკოლის დამთავრების შემდეგ,  1958-1961 წლებში  მუშაობდა მხატვარ-მულტიპლიკატორად  კინოსტუდია `ქართულ ფილმში”.  

     1963 წელს დაამთავრა კინემატოგრაფისტთა უმაღლესი კურსები მხატვარ-მულტიპლიკატორის სპეციალობით (მოსკოვი).

     1961-1965 წლებში სწავლობდა და დაამთავრა   საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი  (აკაკი ხორავასა და გივი სარჩიმელიძის სახელოსნო). 

     ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ  ზუგდიდის თეატრის მსახიობია (1965-1966), 1966 წლიდან დღემდე მუშაობს  რუსთაველის თეატრში. 

      მისი თეატრალური როლებიდან აღსანიშნავია:   მწერალი (პ.კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი”, რეჟ.რობერტ სტურუა), მერკუციო (შექსპირის "რომეო და ჯულიეტა",  რეჟ. გ.ქავთარაძე), მთხრობელი (ბ.ბრეხტის "კავკასიური ცარცის წრე” , რეჟ. რ,სტურუა), ლენინი, ექიმი ობუხი, ტიხონოვ-ლუგოვოი (მ.შატროვი "ლურჯი ცხენები წითელ ბალახზე", რეჟ. რ.სტურუა),  მასხარა (შექსპირის "მეფე ლირი", რეჟ. რ.სტურუა), ლუარსაბი (ი.ჭავჭავაძის "კაცია-ადამიანი?!" რეჟ. რ.სტურუა, ა. ენუქიძე)

    ნაყოფიერად მუშაობს კინოში, გადაღებულია 20-ზე მეტ ფილმში. 

 

ფილმოგრაფია

 

ნუცა (1971) - მსახიობი

მწვანე მდელო (1973) - მსახიობი

ერთი ნახვით შეყვარება (1975) - მსახიობი

მოხეტიალე რაინდები  (1975) - მსახიობი (ედისონა)

ქალაქი ანარა (1976) - მსახიობი

რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე (1978) -  მსახიობი (ირაკლი)

მომეხმარეთ იალბუზზე ასვლაში (1981) მსახიობი

გზა შინისაკენ (1981) - მსახიობი

გმადლობთ, რატილი (1983) -  მსახიობი (თუმანოვი)

ქართველები ცაში (1984) - მსახიობი (მგზავრი)

ბაგრატიონი (1985) მსახიობი (ბაგრატიონი)

საფეხური (1986) მსახიობი

რობინზონიადა ანუჩემი ინგლისელი პაპა  (1986) -  მსახიობი (ქრისტოფერ ჰიუზი)

ჭა (1988) - (ხრინგაძე) - მსახიობი

ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი (1989) - მსახიობი  (გარსია პედრო, სულით ავადმყოფი)

მიახლოება (1989) მსახიობი

საბედისწერო გასროლა (1990) -  მსახიობი (გაიოზი)

ამხანაგ სტალინის მოგზაურობა აფრიკაში (1990) -  მსახიობი (ილია ილიჩი)

სიბრძნე სიცრუისა (1991) - მსახიობი (ყადი)

გაქცევა ქვეყნის დასალიერს  (Побег на край света , 1991) - მსახიობი

ნათლისღება (1994) მსახიობი

ერთაწმინდა (1994) მსახიობი

სამი სახლი (2008) -  მსახიობი (ფსიქიატრიჯემალი)

ცხელი ძაღლი (სერიალი, 2002-2009) - მსახიობი

 

დარჩი ჩემთან (2011) - მსახიობი

 

 

  იხ.  რუსუდან დარჩიაშვილი. ჟანრი ლოლაშვილის "ჟანრები" და კითხვის ნიშნები -გაზეთი "24 საათი", 02.10.2011