ოთარ იოსელიანი
კინორეჟისორი
დაიბადა თბილისში 1934 წლის 2 თებერვალს - გარდაიცვალა 2023 წლის 17 დეკემბერს.
საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1979). საქართველოს სახალხო არტისტი (1984).
სწავლობდა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაქანიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. 1965 წელს დაამთავრა მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი (ალექსანდრე დოვჟენკოს სახელოსნო).
მიღებული აქვს ბერლინის აკადემიის პრემია (1995), შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია (1998), საფრანგეთის აკადემიის ოქროს მედალი (1999).დაჯილდოებულია ჟან ვიგოს სპეციალური პრიზით - კინემატოგრაფის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის (კანი. 2010)
80-იანი წლებიდან მოღვაწეობს საფრანგეთში.
ფილმოგრაფია
აკვარელი (1958), სატელევიზიო - რეჟისორი
საპოვნელა (1959) - რეჟისორი
აპრილი (1961) - სცენარისტი, რეჟისორი
თუჯი (1964) - რეჟისორი
გიორგობისთვე (1968) - რეჟისორი
ძველი ქართული სიმღერა (1969) - რეჟისორი
იყო შაშვი მგალობელი (1970) - სცენარისტი, რეჟისორი
პასტორალი (1975) - სცენარისტი, რეჟისორი
Ma blonde, entends-tu dans la ville?(1980) - მსახიობი
Lettre d’un cinéaste (კინემატოგრაფისტის წერილი, 1982) , სატელევიზიო - რეჟისორი
Sept pièces pour cinema noir et blanc (შვიდი პიესა შავ-თეთრი კინოსათვის, 1983) - რეჟისორი, მსახიობი
Euzkadi été 1982 (სატელევიზიო, 1983) - დამდგმელი რეჟისორი
Les Favoris de la lune (მთვარის ფავორიტები, 1984) - სცენარისტი, დამდგმელი რეჟისორი, მონტაჟი
Un petit monastère en Toscane (პატარა მონასტერი ტოსკანაში, 1988) - დამდგმელი რეჟისორი, მონტაჟი
Et la lumière fut (და იქნა ნათელი, 1989) - სცენარისტი, დამდგმელი რეჟისორი, მონტაჟი
La Chasse aux papillons (პეპლებზე ნადირობა, 1992) - სცენარისტი, დამდგმელი რეჟისორი, მონტაჟი
Seule, Georgie (მარტო საქართველო, 1994) - დამდგმელი რეჟისორი
Le Fils de Gascogne (გასკონიის შვილები, 1995) - მსახიობი
Brigands, chapitre VII (ყაჩაღები, თავი მეშვიდე, 1996) - სცენარისტი, რეჟისორი, მონტაჟი
Adieu, plancher des vashes! (მშვიდობით, ნაპირო!, 1999) - სცენარისტი, რეჟისორი, მონტაჟი, მსახიობი
Lundi matin (ორშაბათ დილას, 2002) - სცენარისტი, რეჟისორი, მონტაჟი, მსახიობი
Jardins en automne (შემოდგომის ბაღები, 2006) - სცენარისტი, რეჟისორი, მონტაჟი, მსახიობი
Chantrapa (2010) - სცენარისტი, რეჟისორი
Chant d'hiver (ზამთრის სიმღერა, 2015) - სცენარისტი, რეჟისორი
იხილეთ:
რუსუდან თიკანაძე. ოთარ იოსელიანის ორი ფილმი - ჟურნალი ”საბჭოთა ხელოვნება” 1973 №12
აკაკი ბაქრაძე. როგორ დაიკარგა ”აპრილი”- ჟურნალი ”საბჭოთა ხელოვნება” 1974 № 9 გვ. 90-92
ნანა ჩხარტიშვილი. ოთარ იოსელიანი - ჟურნალი ”საბჭოთა ხელოვნება” 1976 № 5 გვ. 61-66
ტატა თვალჭრელიძე. ოთარ იოსელიანი - ალმანახი ”კინო” 1980 გვ.146-158
ირინა კუჭუხიძე. ოთარ იოსელიანის კინოპოეტიკის ზოგიერთი თავისებურების შესახებ - ჟურნალი ”საბჭოთა ხელოვნება” 1982 №2
ოთარ იოსელიანი. გამოთხოვება იმიტაციის უანგარო ხელობასთან (ნოსტალგიური ფიქრები ხელოვნებაზე) - ჟურნალი ”საბჭოთა ხელოვნება” 1989 №12 გვ.39-44
ნათია ამირეჯიბი. დროთა ეკრანი. ოთარ იოსელიანის სტუდენტური ფილმები - ჟურნალი ”საბჭოთა ხელოვნება” 1989 № 9 გვ. 38-39
Отар Иоселиани. Кинофестиваль "Арсенал". Рига. 1996 - ИК 1996 №12 стр.5-17
Армен Медведев. Только о кино - Ж."Искусство кино", 1999, 2
ნათია ამირეჯიბი. კინორეჟისორი ოთარ იოსელიანი - ჟურნალი ” ხელოვნება” 1999 № 5
Отар Иоселиани: Всему есть предел. Беседовад Александр Радинский. 5.10.2004
Отар Иоселиани: Наш зритель устал. Беседовала Лариса Малюкова - Новая Газета. 06.11.2006
შალვა მიქუტიშვილი. პასტორალები შემოდგომით - ჟურნალი ”კინო. ცხელი შოკოლადი" 2006 შემოდგომა № 2
ირინა კუჭუხიძე. ოთარ იოსელიანის სტილის გააზრებისათვის – წიგნში "ირინა კუჭუხიძე. ეკრანი და დრო". საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა "კენტავრი", 2009
ზაზა შათირიშვილი. ბაღი და მოცალეობა (ოთარ იოსელიანის ბაღები და მოცალეობა) - "კალმასობა", 11.02.2011
ერიკა და ულრიხ გრეგორები. ოთარ იოსელიანი – გადარჩენილი კაცის ფილმები (გერმანულ ჟურნალ Schnitt N66 გამოქვეყნებული სტატია) - ჟურნალი filmprint N5 ზაფხული, 2012
Джеймс Бонд и поп-корн погубили кинематограф - Отар Иоселиани - Дмитрий Быков интервьюирует Отара Иоселиани // "Собеседник", №6, 19‒25 февраля 2014 года
Наталя Сиривля "Мы движемся к началу своему..." - Ж. "Искусство кино", 2016, № 5, Май