მიხეილ კალატოზიშვილი (კალატოზოვი)

კინორეჟისორი

     

დაიბადა 1903 წლის 28 დეკემბერს თბილისში - გარდაიცვალა 1973 წლის 6 მარტს მოსკოვში.

საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1969).

სტალინური პრემიის ლაურეატი (1951).

კინოში მოვიდა 1923 წელს. მუშაობდა მონტაჟორად, ლაბორანტად, ოპერატორის ასისტენტად, ოპერატორად, მსახიობად, სცენარისტად, რეჟისორად. თანამშრომლობდა ქართული და რუსული კინემატოგრაფიის ცნობილ ოსტატებთან. მისი, როგორც დამოუკიდებელი რეჟისორის დებიუტი შედგა მხატვრულ-დოკუმენტური ფილმით ”ჯიმ შვანთე”(”მარილი სვანეთს”).

1931-1934 წლებში ლენინგრადის ხელოვნების აკადემიის კურსის მსმენელია.

1934-1936 წლებში ეკავა თბილისის კინოსტუდიის დირექტორის პოსტი.

1937 წელს დაამთავრა ლენინგრადის ხელივნების აკადემიის ასპირანტურა.

1937 წლიდან კინოსტუდია ”ლენფილმის”, ხოლო 1943 წლიდან - კინოსტუდია ”მოსფილმის” რეჟისორი.

1943-1945 წლებში საბჭოთა კავშირის სახალხო კომისარიატთან არსებული კინემატოგრაფიის კომიტეტის სრულუფლებიანი წარმომადგენელი ამერიკის შეერთებულ შტატებში.

1945-1946 წლებში - მხატვრული ფილმების წარმოების მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი.

1946-1948 წლებში - საბჭოთა კავშირის კინემატოგრაფიის მინისტრის მოადგილე.

მისი ყველაზე ცნობილი ფილმია ”მიფრინავენ წეროები”, რომელიც დაჯილდოებულია კანის მე-11 საერთაშორისო კინოფესტივალის ”ოქროს პალმის რტოთი” (1957).

ფილმოგრაფია

ტარიელ მკლავაძის მკვლელობის საქმე (1925) - სცენარისტი, მსახიობი

ლოკომოტივი № 1006 (1926) - ოპერატორი

გიული (1927) - სცენარისტი, ოპერატორი

ზაჰესის ტურბინის გახსნა (1927) - რეჟისორი, ოპერატორი

ცხენების ფაბრიკა (1927) - რეჟისორი, ოპერატორი

ბოშური სისხლი (198) - სცენარისტი, ოპერატორი

მათი სამეფო (1928) - რეჟისორი

ავღანელი ხანის ჩამოსვლა თბილისში (1928) - რეჟისორი, ოპერატორი

მხატ-ის თეატრის გასტროლები (1929) - რეჟისორი, ოპერატორი

უსინათლო (1930) - რეჟისორი, ოპერატორი

ჯიმ შვანთე (მარილი სვანეთს) (1930) - რეჟისორი, ოპერატორი

ლურსმანი ჩექმაში (1931) - რეჟისორი

სიმამაცე  (Мужество, 1939) - დამდგმელი რეჟისორი

ვალერი ჩკალოვი (Валерий Чкалов, 1941)  - დამდგმელი რეჟისორი

დაუმარცხებლები  (Непобедимые, 1942) - დამდგმელი რეჟისორი

წითელი არმიის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი კინოკონცერტი   (Киноконцерт к 25-летию Красной Армииб 1943) - დამდგმელი რეჟისორი

განწირულთა შეთქმულება   (Заговор обреченных, 1950) - დამდგმელი რეჟისორი

მტრული გრიგალი (Вихри враждебные, 1953) - დამდგმელი რეჟისორი

ერთგული მეგობრები  (Верные жрузья, 1954 )  - დამდგმელი რეჟისორი

პირველი ეშელონი (Первый Эшелон, 1955) - დამდგმელი რეჟისორი

მიფრინავენ წეროები   (Летят Журавли, 1957) - დამდგმელი რეჟისორი

გაუგზავნელი წერილი   (Неотправленное письмо, 1959) - დამდგმელი რეჟისორი

მე, კუბა (Soy Cuba, Я, Куба, 1964) () - დამდგმელი რეჟისორი

წითელი კარავი (Краснаяпалатка, 1969) - დამდგმელი რეჟისორი

 

 იხ. გიორგი გვახარია. ყველა დროის რეჟისორი.- ჟურნალი ”კინო.ცხელი შოკოლადი” 2007 ზამთარი №3

      ნინო მხეიძე. მიხეილ კალატოზიშვილის შემოქმედების პირველი წლების შესახებ - ალმანახი ”კინო” 1990 №2

     ტატა თვალჭრელიძე. მიხეილ კალატოზოვის მხატვრული მეთოდის ზოგიერთი თავისებურებანი - ალმანახი ”კინო” 1985 №1 (მეთხუთმეტე გამოშვება)

     გოგი გვახარია. პოეტი პოეტების ქვეყნიდან - ჟურნალი ”საბჭოთა ხელოვნება” 1983 №12

     კორა წერეთელი. ასე იწყებოდა მიხეილ კალატოზოვი - ჟურნალი ”საბჭოთა ხელოვნება” 1964 №11 გვ.75-79