ლევან აბაშიძე
მსახიობი
გურამ წიბახაშვილის ფოტო
22. 05. 1963, თბილისი- 7. 11. 1992, ტრაგიკულად დაიღუპა სოხუმში, ზემო ეშერასთან, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვისათვის ომში
საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი.
1985 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. თეატრალური ინსტიტუტი.
მეორე კურსის სტუდენტი იყო, როდესაც მას მიანდეს თბილისის კინომსახიობთა თეატრის სპექტაკლებში მონაწილეობა. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია მის მიერ განსახიერებული მთავარი გმირის როლი თ. უაილდერის პიესაში „ჩვენი პატარა ქალაქი“.
1993 წელს დაჯილდოვდა საქართველოს სახელმწიფო პრემიით უკანასკნელ წლებში შექმნილი ნამუშევრებისათვის (სიკვდილის შემდეგ)
ფილმოგრაფია
რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე (1978) - მსახიობი (სანდრო)
ყველა კომეტა როდი ქრება (1982) - მსახიობი (თეიმურაზი, ალექსანდრეს ვაჟი)
3-1 (1983) ? - მსახიობი
ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა (1984) - მსახიობი (ნიკუშა ჩაჩანიძე)
სკაპენის ოინები (1984) - მსახიობი
საფეხური (მიტო, 1986) - მსახიობი
ორომტრიალი (1986) - მსახიობი (ბადრი)
დღიურის ჩანაწერები (1986) - მსახიობი
ფესვები (1987) - მსახიობი
ანემია (1987) - მსახიობი (ნიკა)
სტუმარი (1987, "მოსფილმის" გაერთიანება "დებიუტი", ხ. ლ. ბორხესის მოთხრობის "მარკოზის სახარების" მოტივებზე) - მსახიობი
ოქროს ბრეგეტის საიდუმლო (1988, რუსეთი) - მსახიობი
City Life (ქალაქის ცხოვრება, 1989) - მსახიობი
საბედისწერო გასროლა (1990) - მსახიობი
ზვარაკი (1990) - მსახიობი
მოგონებები საქართველოზე (რუსეთი, 1990) - მსახიობი
Rose, Violet & Lily (ია, ვარდი და ზამბახი , 1992) - მსახიობი
ბედიანი (1993) - მსახიობი
ბრავო, ჯორდანო ბრუნო! (1993) - მსახიობი
არა, მეგობარო (1993) - მსახიობი
იასამანი (1993, დაუმთავრებელი, რეჟ. ილო ჩაჩანიძე) - მსახიობი
ქალის რძე (კ.გამსახურდიას ნაწ. მიხ. დაუმთავრებელი, რეჟ.დავით ქვარცხავა) - მსახიობი