გურანდა  გაბუნია 

 მსახიობი

დ. 26. 08. 1938, ფოთი - გ. 4.02. 2029,თბილისი 

   საქართველოს დამსახურებული არტისტი (1979), საქართველოს სახალხო არტისტი (1990).  მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი (2002). საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი (1991).  ღირსების ორდენის კავალერი (1998)

   დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახ. სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი (1961). ცეკვავდა სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლში (ნ.რამიშვილისა და ი.სუხიშვილის ხელმძღვანელობით, 1964-1966). 

სხვადასხვა დროს მუშაობდა: რუსთაველის სახ. თეატრში (1961-1962, 1966- 1970), სანკულტურის თეატრში (1962-1964), რუსთავის დრამატულ თეატრში (1970) და მარჯანიშვილის სახ. თეატრში (1979-დან დღემდე), სადაც შეასრულა მრავალი საინტერესო როლი.  კინოდებიუტი შედგა რეჟისორ ლ.ღოღობერიძის კინონოველაში "ფრესკა" (1961, ალმანახიდან "ერთი ცის ქვეშ"). 

  

ფილმოგრაფია

 ფრესკა  (1961, ალმანახიდან "ერთი ცის ქვეშ") - მსახიობი (რუსუდანი)

 თოჯინები იცინიან  (1962) - - მსახიობი (ეთერი)

 დრო იწურება განთიადისას  (1965) - მსახიობი (ჯოან ბრისტოლი)

 მე ვხედავ მზეს (1965) - მსახიობი (მათიკო)

 ლონდრე  (1966) - მსახიობი (ჯულიეტა)

 მზე შემოდგომისა (1973) - მსახიობი (პლატონის მეუღლე)  

 აურზაური სალხინეთში (1975) -  მსახიობი

 ფაცურა (1976) - მსახიობი

 დათა თუთაშხია (1978)- მსახიობი (ირინე)

 ეკიპაჟი  (1979, რუსეთი) - მსახიობი (მგზავრი)

მარტოობის დღესასწაული (ფიროსმანი)  (1980) - მსახიობი

 გზა შინისაკენ (1980) - მსახიობი

 ძნელი დასაწყისი (1981) - მსახიობი

 გზის დასაწყისი  (1982) - მსახიობი

 დღეს ღამე უთენებია (1983) -  მსახიობი (დარეჯანი)

 ორომტრიალი  (1986) -  მსახიობი

 ვალსი პეჩორაზე  (1992) - მსახიობი

 ბოშათა კუნძული (1994,  ტელესერიალი, რუსეთი) - მსახიობი (შელორო)

 ბუდულაი, რომელსაც არ ელოდებიან (1994, რუსეთი) - მსახიობი

 თბილისი ჩემი სახლია (1994) - მსახიობი (ლილის ბიცოლა)

 ძვირფასი მ. (2000) - მსახიობი

 გაჭედილები (ენკი-ბენკი)  (2003)    - მსახიობი

 კურსანტები  (2004, რუსეთი, მინისერიალი) - მსახიობი (მარიამი)

 ბნელი ინსტინქტი  (2006, რუსეთი, ტელესერიალი) -  მსახიობი (მაია)

 ჩემი ცოლის დაქალები (2011, ტელესერიალი) - მსახიობი (დორა)

 ოქროს ძაფი (2019) - მსახიობი (მირანდა)

 

   

 

ლიტ.: მაჭავარიანი ნ., `ემოციურობა, სცენური სიმართლე~, ჟურნ. `თეატრი და ცხოვრება~, #5-6, 2008.