ჩემი ქალაქის ვარსკვლავი (1970)

რეჟისორი: ოთარ აბესაძე

ჟანრი: მელოდრამა

სიუჟეტი: ოლოლი,  ახალგაზრდა მსახიობი ქალი ქმართან გაცილების შემდეგ ოჯახს და მშობლიურ ქალაქს უბრუნდება. მამამისის თანამშრომელს სურს ოლოლის ცოლად მოყვანა, თუმცა ამ სურვილში მოწონებაზე მეტად კარიერის გაკეთების სურვილია. ოლოლის კი სხვა შეუყვარდება, ახალგაზრდა მძღოლი, გუჯა. გუჯასაც უყვარს ოლოლი, მაგრამ ვერ უწევს წინააღმდეგობას საზოგადოებრივ აზრს, რომელიც მსახიობის პროფესიას ალმაცერად უყურებს. ის სხვა ქალზე ქორწინდება, თუმცა ქორწილის ღამეს მიატოვებს პატარძალს და სახლიდან მიდის.

სცენარის ავტორი: ოტია იოსელიანი

ოპერატორები: არჩილ ფილიპაშვილი, ალექსანდრე დუბინსკი

მხატვარი: ვასილ არაბიძე

კომპოზიტორი: არჩილ კერესელიძე

ხმა: ეთერ ჯებაშვილი

როლები: მედეა ბიბილეიშვილი (ოლოლი), ლეო ფილფანი (გუჯა), ზურაბ ქაფიანიძე (დურმიშხანი), კარლო საკანდელიძე (ფარნაოზი), სესილია თაყაიშვილი (ვერიკო), იპოლიტე ხვიჩია (ყაფლანი), ეკატერინე ვერულაშვილი (კატიუშა), არჩილ მაჩაბელი (ამბაკო), თინათინ ჩარკვიანი (მართა), სპარტაკ ბაღაშვილი

ხანგრძლივობა: 89'

ფერი: ფერადი

 

კინოსტუდია "ქართული ფილმი"