იპოლიტე ხვიჩია

 მსახიობი

 ნამდვილი გვარი ყვინჩია 

 დ.31. 12. 1910, სოფ. კონტუათი, ხონის რ-ნი- გ. 1. 02. 1985, თბილისი

 საქართველოს სახალხო არტისტი (1960)

 1934 წელს დაამთავრა თბილისის სამრეწველო-ეკონომიკური ტექნიკუმი.  

1932-1937 წლებში იყო ხონის, მარტვილის, ტყიბულის რაიონული თეატრების მსახიობი.   ოცი  წლის განმავლობაში (1938-1960) მუშაობდა ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახ. თეატრში.   ასრულებდა ძირითადად კომედიურ როლებს. 1961- 1966 წლებში  იყო რუსთაველი სახ. თეატრის მსახიობი. კინოში პირველად გამოჩნდა დავით რონდელის "დაკარგულ სამოთხეში" (1937), სადაც ტყიბულის თეატრის დასის სხვა მსახიობებთან ერთად მონაწილეობდა მასობრივ სცენაში. ნამდვილი დებიუტი კინოში შედგა რეზო ჩხეიძის ფილმში "ჩვენი ეზო" (1956), სადაც მან კომენდანტის ეპიზოდური როლი ითამაშა, მაგრამ ამ რამდენიმეწუთიანი როლითაც მაშინვე მიიქცია მაყურებლის ყურადღება.  

 ფილმოგრაფია

 ჩვენი ეზო (1956) - მსახიობი (კომენდანტი) 

 საბუდარელი ჭაბუკი (1957) - მსახიობი (ალმასხანი)

 მანანა (1958) - მსახიობი (იპოლიტე ნემსაძე)

 დღე უკანასკნელი, დღე პირველი (1959) - მსახიობი 

 წარსული ზაფხული (1959) - მსახიობი (დამსვენებელი)

 პაპა გიგია (1960) - მსახიობი

 განძი (1961) - მსახიობი (ნიკიფორე)

 ბურთი და მოედანი (1962) - მსახიობი (კუჭკუჭი))

 თხუნელა (1962) - მსახიობი (სანდრო ქორიძე)

 თოჯინები იცინიან (1963) - მსახიობი (მელიტონ ბელთაძე)

 გზაში (1964) - მსახიობი (მონადირე)

 ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი (1965) - მსახიობი (ყარამან ხუსკივაძე)

 მე ვხედავ მზეს  (1965) - მსახიობი (ბეგლარა)

 პიერი - მილიციის თანამშრომელი (1965) - მსახიობი (მილიციელი)

 შეხვედრა მთაში (1966) - მსახიობი (მერაბი)

 შეხვედრა წარსულთან (1966) - მსახიობი (იპოლიტე)

 ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება (1967) - მსახიობი (არჩილი)

 მალე გაზაფხული მოვა (1967) - მსახიობი

 ქალაქი ადრე იღვიძებს (1967) - მსახიობი (იპოლიტე)

 ჩემი მეგობარი ნოდარი (1967) - მსახიობი (კონფერანსიე)

 ბზიანეთი (1968) - მსახიობი

 განგაში (1968) - მსახიობი (ნარიმანი)

 ტარიელ გოლუა (1968) - მსახიობი (კაჟინა)

 ფილატელისტის სიკვდილი (1968) - მსახიობი (შამათავა)

 არ იდარდო (1969) - მსახიობი (მეარღნე სანდრო)

 ღიმილის ბიჭები (1969) - მსახიობი

 სემირამიდას ბაღები (1970) - მსახიობი (იპოლიტე)

 ფეოლა (1970) - მსახიობი (ბონდო დოლაბერიძე)

 ჩემი ქალაქის ვარსკვლავი (1970) - მსახიობი (ყაფლანი)

 გათენების წინ (1971) - მსახიობი (კოლია)

 მეზობლები (1971) - მსახიობი (იპოლიტე)

 მხიარული რომანი (1972) - მსახიობი (იპოლიტე)

 ანარეკლი (1974) - მსახიობი

 მოხეტიალე რაინდები (1975) - მსახიობი

 პირველი მერცხალი (1975) - მსახიობი (ვარლამი)

 გასეირნება თბილისში (1976) - მსახიობი

 დილის ნისლივით (1976) - მსახიობი

 ბენზინის ჩამომსხმელ (1977) - მსახიობი

 მიმინო (რუსეთი, 1977) - მსახიობი

 რაჭა, ჩემი სიყვარული (1977) - მსახიობი (სილიბისტრო)

 დათა თუთაშხია (1978) - მსახიობი (კაჟა ბულავა)

 მაცივარში ვიღაც იჯდა (1983) - მსახიობი

 

 

 იხ. 

 ბონდო გაგნიძე. იპოლიტე ხვიჩია, გამომც. "ხელოვნება", თბ., 1982;

 ნ. ხვიჩია.  იპოლიტე. 90 დაბადებიდან, 15 გარდაცვალებიდან (მონოგრაფია მამაზე), გამომც. "მერიდიანი", 2002; ერთი მსახიობის ბიოგრაფია. იპოლიტე ხვიჩია, ალექსანდრე ელერდაშვილის რედაქციით, გამომც. "ფანტაზია", თბ., 2004; 

იპოლიტე ხვიჩია, კინოს ისტორიის მუზეუმის გამომც. "სინემა", თბ., 2006; 

ხვიჩია ნ., 13 იპოლიტე, თბ., 2009;

ხვიჩია ნ., მსახიობი იპოლიტე ხვიჩია (რედ. ვაჟა ეგრისელი), თბ., 2009.