დარიკო (1936)
რეჟისორი: სიკო დოლიძე
სიუჟეტი: მდიდარ გლეხ დავით დროიძეს ღარიბი ქვრივის, ბაბლეს მიწის შესყიდვა სურს. მაგრამ მისი შვილები, სიმონა და გიგოია უარზე არიან. მაშინ დავითი სხვა გზას პოულობს მიზნის მისაღწევად. სიმონა დარიკოსთან ქორწილისთვის ემზადება.ამ დროს მას მეფის ჯარში იწვევენ. "ყოვლისშემძლე" დავითი ეხმარება ბაბალეს და თავის თანამზრახველ ჩინოვნიკს, მოსეს ყალბ ქაღალდს აკეთებინებს, რომლის მიხედვითაც სიმონა ერთადერთი ვაჟიშვილია. სიყალბისთვის სიმონას აპატიმრებენ, ხოლო ბაბალეს და გოგიას ციმბირის გზას გაუყენებენ. სასურველ მიწას დავითი ეპატრონება. მარტო დარჩენილი დარიკო დავითის ვაჟის, ტიტიკოს სურვილის საგანი აღმოჩნდება. ამხანაგებთან ერთად დარიკოს ქოხში შეჭრისას ქალი გააფთრებულ წინააღმდეგობას უწევს და ერთ-ერთ მხლებელს კლავს. დარიკოს აპატიმრებენ, მაგრამ ის გაქცევას ახერხებს და ფირალად გაიჭრება ტყეში. დარიკოს რაზმი შიშის ზარს სცემს მეფის მოხელეებს და პოლიციას, გლეხობის მხარდაჭერით რაზმი ყოველთვის ახერხებს ციმბირგამარჯვებული გამოვიდეს ბრძოლიდან. ბაბალე და გოგია ციმბირისკენ გზაში იღუპებიან, სიმონა კი რევოლუციონერთა დახმარებით ახერხებს საპატიმროდან გაქცევას. ის შინ ბრუნდება, უერთდება დარიკოს რაზმს და შურს იძიებს დავით დროიძის ოჯახზე. ბრძოლა გრძელდება.
სცენარის ავტორი: სიკო დოლიძე (ეგნატე ნინოშვილის მოთხრობების "დარიკო" და "მოსე მწერალი" მიხედვით)
ოპერატორი: შალვა აფაქიძე
მხატვარი: კორნელი სანაძე
კომპოზიტორი: იონა ტუსკია
ხმა: რ.ლაპინსკი, ვლადიმერ დოლიძე
როლები: თამარ ციციშვილი (დარიკო), ნუცა ჩხეიძე (ბაბალე), სერგო ზაქარიაძე (სიმონა), ნ.ანჯაფარიძე (გიგოია), შალვა ღამბაშიძე (დავითი), არკადი ხინთიბიძე (ტიტიკო), ალექსანდრე (სანდრო) ჟორჟოლიანი (მოსე), პიოტრ მორსკოი (ტუსაღი მუშა), ა.შონია (გამცემი), ი.აღასოვი (მაზრის უფროსი), ე.იმერელი (ბოქაული), ზაალ ტერიშვილი (ურიადნიკი)
ხანგრძლივობა: 90'
"სახკინმრეწვი"
მანანა ლეკბორაშვილი. დარიკო ვარ, გლეხის ქალი
ხანგრძლივობა: 90'
ფერი: შავ-თეთრი
'სახკინმრეწვი"
ფილმი აღდგენილი 1970 წელს.