ქალიშვილი გაღმიდან (1940)
რეჟისორი: ლეო (ლეონარდ) ესაკია
სიუჟეტი: საბჭოთა საქართველოსა და თურქეთს მთის მდინარე საზღვრავს, რომელიც ორად ყოფს სოფელს.ერთხელა ახალგაზრდა მესაზღვრე თემური შენიშნავს, რომ გაღმა ნაპირზე ქალიშვილი ხის ბოგირს მოწყდა და მდინარეში ჩავარდა. თემური უმალ წყალში გადაეშვება და ქალიშვილს გადაარჩენს.ფატმანს თავს ევლება მთელი სოფელი, მესაზღვრეები. ის ახლა სხვა თვალით ხედავს საბჭოთა ცხოვრებას, მაგრამ იძულებულია თურქეთის ხელისუფლებას ჩაბარდეს და შინ დაბრუნდეს. მაგრამ ქოლიშვილს გონებაში ღრმად ჩაებეჭდა ახლადშეძენილი მეგობრები, მათთან გატარებული დღეები.
და როცა მდინარის გადაღმა, ფატმანის სახლში უცხოელი დივერსანტი გამოჩნდება, ის მაშინვე მიდის საბჭოთა მესაზღვრეებთან. დივერსანტს შეიპყრობენ და ფატმანი ახლა უკვე თავისი ნებით გადმოდის საბჭოთა ტერიტორიაზე საცხოვრებლად.
სცენარის ავტორები: ილო მოსაშვილი, ლეო (ლეონარდ) ესაკია
ოპერატორი: ალექსანდრე დიღმელოვი
მხატვარი: რევაზ მირზაშვილი
კომპოზიტორი: ალექსი მაჭავარიანი
ხმა: როსტისლავ ლაპინსკი
როლები: ნ.ჩიქოვანი (ფატმანი), ე.აფაქიძე (ცირუ), მედეა ჯაფარიძე (ნაზიმე), ელისაბედ ჩერქეზიშვილი (მოხუცი კოლმეურნე ქალი), მიხეილ მგელაძე (სანდრო), ლ.რომანოვი (სადარაჯოს უფროსი), ვასილი ბალანჩივაძე (ოსმანი), აკაკი კვანტალიანი (ალი), ა.ბილაშვილი (თემური), გრიგოლ კოსტავა, ვიქტორ ჭანკვეტაძე (უცხოელები), ალექსანდრე გომელაური (ექიმი)
ხანგრძლივობა: 70'
ფერი: შავ-თეთრი
"თბილისის კინოსტუდია"