კოლხეთის ჩირაღდნები (1940)
რეჟისორი: დავით რონდელი
სიუჟეტი: სამეგრელოში კოლხეთის ჭაობის დაშრობის სამუშაოები მიმდინარეობს. კოლხიდმშენის სამმართველოში თათბირისას მიიღებენ გადაწყვეტილებას წვიმების დაწყებამდე გააძლიერონ მუშაობა მაგისტრალურ უბანზე, რომელსაც ტარას ჯაფარიძე ხელმძღვანელობს და აქ გადაისროლონ არჩილ ცანავას ბრიგადაც. არჩილს უმართებულოდ მიაჩნია ეს გადაწყვეტილება. მაგრამ მის წინააღმდეგ გამოდის მისი საცოლეც, ინჟინერი ნანი თოფურია. გულმოსული არჩილი ტოვებს თათბირს და მშენებლობასაც. იწყება შემოდგომის წვიმები. ადიდებული რიონი მთელ მშენებლობას წალეკვით ემუქრება. საქმისადმი ერთგულება სძლევს პირად თავმოყვარეობას და არჩილი, ტარასთან ერთად რაზმავს მუშებს საშიშროების ლიკვიდაციისათვის. თავგანწირული შრომის შედეგად მდინარე დამორჩილებულია. სოფელი ზეიმობს.
სცენარის ავტორი: გრიგოლ ჩიქოვანი
ოპერატორი: ანტონ პოლიკევიჩი
მხატვრები: შალვა მამალაძე, ბ.რომანოვსკი
კომპოზიტორი: ანდრია ბალანჩივაძე
ხმა: ვლადიმერ დოლიძე
მონტაჟი: ნ.ამირეჯიბი
როლები: დუდუხანა წეროძე (ნანი), მედეა ჯაფარიძე (ძაბული), სპარტაკ ბაღაშვილი (ტარასი), გიორგი შავგულიძე (არჩილი), ალექსანდრე (სანდრო) ჟორჟოლიანი (მანჩა), დ.მჟავია (კოლხიდმშენის უფროსი), გ.ბასილაია (ვარლამი), შ.ხონელი (ნესტორი, კოლმეურნეობის თავმჯდომარე), გ.ჩახავა (პავლე, მნე), გ.ისაკოვი (ანდრეი), ოლღა ლეჟავა (ვარლამის დედა), შ.ხოფერია (ტარიელი), ვახტანგ ნინუა (კოსტა), ნ.კაჭარავა, ვ.თოფურია (ტექნიკოსები)
ხანგრძლივობა: 75’
ფერი: შავ-თეთრი
"თბილისის კინოსტუდია"