საბუდარელი ჭაბუკი (1957)

რეჟისორი: შოთა მანაგაძე

    

სიუჟეტი: მთებში მიკარგული მოუსავლიანი სოფლის, საბუდარას მკვიდრნი სახლ-კარს ტოვებენ და ბარში სახლდებიან. მშობლიურ კერას მხოლოდ მეთუნე საჩინო ვერ ელევა. საჩინოს ვაჟი გოგიტა სახლიდან იპარება და მონატრებული შეყვარებულის, თებროლეს მოსაძებნად ქალაქში ჩადის. გოგიტა ავტოქარხანაში იწყებს მუშაობას. თებროლეს მშობლებს უნდათ, ქალიშვილი უშანგის მიათხოვონ, რომელიც დიდი კაცი ჰგონიათ. გოგიტა ქალიშვილს მატყუარა უშანგის ჩამოაშორებს და ცოლად შეირთავს. შვილის ქორწილის შემდეგ სოფელ საბუდარას მისი უკანასკნელი მკვიდრი, მეთუნე საჩინოც ემშვიდობება.

სცენარის ავტორი: გიორგი მდივანი

ოპერატორი: გიორგი ჭელიძე

მხატვრები: ზურაბ მეძმარიაშვილი, ტატიანა კრიმკოვსკაია

კომპოზიტორი: რევაზ ლაღიძე

ხმა: რაფიელ კეზელი

როლები: ბელა მირიანაშვილი (თებროლე), იმედა კახიანი (გოგიტა), გივი თოხაძე (უშანგი), სესილია თაყაიშვილი (ელპიტე), იპოლიტე ხვიჩია (ალმასხანი), მ.კანდელაკი (ნინო), გრიგოლ ტყაბლაძე (საჩინო), ზურაბ ლაფერაძე (გიორგი), აკაკი კვანტალიანი

ხანგრძლივობა: 84'

ფერი: შავ-თეთრი

კ/ს "ქართული ფილმი"

 

აღდგენილია 1977 წელს.

რეჟ. ნოდარ მანაგაძე

ხმა: რაფიელ კეზელი