ოთარაანთ ქვრივი (1957)
რეჟისორი: მიხეილ ჭიაურელი
ჟანრი: დრამა
სიუჟეტი: ოთარაანთ ქვრივის ერთადერთი ვაჟი გიორგი ყოფილი ბატონის სახლში მოჯამაგირედ დადგომას გადაწყვეტს. თავმოყვარე ქვრივს დარდი მოსვენებას არ აძლევს, ხვდება, რომ მის შვილს თავადის ქალი კესო შეუყვარდა. გიორგი სიხარულით ემსახურება თავადის ასულს, ეზო-კარს წალკოტად უქცევს, თუმცა გულისნადებს ვერ მიახვედრებს. თივის ზვინიდან გადმოვარდნილი გიორგი სასიკვდილოდ დაშავდება, მხოლოდ სიკვდილის წინ გაუმჟღავნებს კესოს სიყვარულს. ზამთრის ერთ დღეს ოთარაანთ ქვრივს შვილის საფლავზე ნახავენ გაყინულს.
სცენარის ავტორები: აკაკი ბელიაშვილი, მიხეილ ჭიაურელი, ილია ჭავჭავაძის მოთხრობის მიხედვით
ოპერატორები: დავით კანდელაკი, დიმიტრი ფელდმანი
მხატვარი: ლეონიდ მამალაძე
კომპოზიტორი: სულხან ცინცაძე
ხმა: ვლადიმერ დოლიძე
როლები: ვერიკო ანჯაფარიძე (ოთარაანთ ქვრივი), გიორგი შენგელაია (გიორგი), ბორის ანდრონიკაშვილი (თავადი არჩილი), დინარა ჟორჟოლიანი (კესო), კოტე დაუშვილი (მოჯამაგირე), ირაკლი ნიჟარაძე, მარიამ დავითაშვილი, ალექსანდრე გომელაური, ალექსი ზაგორსკი, ვახტანგ ნინუა (საქმის მწარმოებელი), აკაკი კვანტალიანი (ურიადნიკი), ბადრი კობახიძე (გუბერნატორის მდივანი), ალექსანდრე ომიაძე, მიხეილ მგელაძე, ირინა მაღალაშვილი (მანანა, კესოს მეგობარი)
ხანგრძლივობა: 78'
ფერი: ფერადი
კ/სტუდია "ქართული ფილმი"