ფატიმა (1958)

რეჟისორი:  სიკო დოლიძე

    

ჟანრი: მელოდრამა

სიუჟეტი: თავადის ოჯახში შვილივით აღზრდილი მშვენიერი ფატიმა თავადის ღვიძლს ვაჟს, ჯამბულათს და მოჯამაგირეს — იბრაჰიმს შეჰყვარებიათ. ქალს თანაშეზრდილი ჯამბულათი უყვარს, მაგრამ იგი ომში უგზო-უკვლოდ იკარგება. ხანგრძლივი გლოვის შემდეგ ფატიმა იბრაჰიმს მიჰყვება, მაგრამ შინ მოულოდნელად დაბრუნებული ჯამბულათი მისგან ოჯახის დატოვებას მოითხოვს. ფატიმას უარის შემდეგ, ჯამბულათი ჰკლავს იბრაჰიმს, ფატიმა  ჭკუაზე შეიშლება.

სცენარის ავტორი: სიკო დოლიძე, კოსტა ხეთაგუროვის პოემის მიხ.

ოპერატორი: დუდარ მარგიევი

მხატვრები: სერაფიონ ვაწაძე, აზანბეკ ჯანაევი

კომპოზიტორები: ბორის გალაევი, არჩილ კერესელიძე

ხმა: ვლადიმერ დოლიძე

მონტაჟი: ვასილ დოლენკო

როლები: ვლადიმერ თხაფსაევი (თავადი ალიმბეკი), თამარ კოკოვა (ფატიმა), ოთარ მეღვინეთუხუცესი (ჯამბულატი), გიული ჭოხონელიძე (იბრაჰიმი), ცაცა (ეკატერინე) ამირეჯიბი (ალიმბეკის და), მეგი წულუკიძე (ზარეთა), ივან რუსინოვი (ინჟინერი), აკაკი ვასაძე (ზაურბეკი), დ. მამიევი (სოსლანი), დათო სოხაძე (პატარა ჯამბულატი), ესმა ცხოვრებოვა (ძიძა), თენგიზ არჩვაძე (სოსლანის ვაჟი)

ხანგრძლივობა: 100'

ფერი: ფერადი

 

კ/სტუდია "ქართული ფილმი"