ჩემი მეგობარი ნოდარი (1967)

რეჟისორი: დავით რონდელი

 

სიუჟეტი: ფუქსავატი, მერყევი ხასიათის ნოდარი ცოლ-შვილს სოფელში მიატოვებს და ბედის საძებნელად ქუთაისში ჩავა. ნოდარს მისი მეგობარი გივი ოჯახში დაბრუნებას ურჩევს, მაგრამ ნოდარს ქალაქში უნდა ცხოვრება და ავტოქარხნის, კლუბში მოცეკვავეთა წრის ხელმძღვანელად დაიწყებს მუშაობას. გივის თანაკლასელ გოგოს, იას გარეგნობით მოხიბლული ნოდარი ქალიშვილს სასწავლებელში ნასვამი მიაკითხავს და შეურაცხყოფას მიაყენებს. გივი, რომელსაც დიდი ხანია ია უყვარს, ნოდარს სასტიკად ცემს. შერცხვენილი ნოდარი ქალაქს გაეცლება.

სცენარის ავტორები: რეზო ჭეიშვილი, დავით რონდელი რეზო ჭეიშვილის მოთხრობის მიხედვით

ოპერატორი: ფელიქს ვისოცკი

მხატვარი: ქრისტესია ლებანიძე

კომპოზიტორი: რევაზ ლაღიძე

ხმა: ოთარ გეგეჭკორი

მონტაჟი: ევგენია ბეჟანოვა

როლებში: გიორგი (გოგი) ხარაბაძე (ნოდარი),  გია კობახიძე (გივი), თეა ფირცხალავა (ია), ჯემალ ღაღანიძე (გოგია), გიორგი გეგეჭკორი (ლოგიკის მასწავლებელი), ეროსი მანჯგალაძე (სავლე), კარლო საკანდელიძე (ობუხოვსკი), იპოლიტე ხვიჩია (კონფერანსიე), ზაურ მჭედლიძე (ბუხუტი), გრიგოლ ნაცვლიშვილი (ტიტე ვაჩაძე), ბაადურ წულაძე (ბანოჯა), ზურაბ ლაფერაძე (მთავარი ინჟინერი), ირაკლი ქოქრაშვილი (მილიციელი), ტარიელ საყვარელიძე (კლასის ხელმძღვანელი), კაპიტონ აბესაძე (აფრასიონი), იოსებ ხაინდრავა (ბილიარდის მოთამაშე), ოთარ ზაუტაშვილი, ნოდარ ფირანიშივლი

ხანგრძლივობა: 90'

ფერი: ფერადი

კინოსტუდია "ქართული ფილმი"