ჩარი-რამა (1972)
Четвёртый жених (Ru)
რეჟისორი: ნიკოლოზ სანიშვილი
ჟანრი: მუსიკალური კომედია
სიუჟეტი: ინსტიტუტის ანსამბლის ხელმძღვანელი გურამს ხალხური სიმღერების ჩასაწერად აგზავნის მშობლიურ სოფელში. აქ ის უახლოვდება თანასოფლელ გოგონას, ნელის, რომელიც ნიჭიერი მომღერალია. ისინი დაქორწინებას გადაწყვეტენ, მაგრამ ნათესავები თვლიან, რომ ჯერ გურამის დაქორწინება ადრეა, რადგან ჯერ უფროსი და-ძმა არის დასაქორწინებელი. არც ნელის ბაბუაა თანახმა, მას არ მოსწონს გურამის ხალხური სიმღერებისადმი თავისუფალი დამოკიდებულება. მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი ახალგაზრდების სასიკეთოდ სრულდება: ნელი და გურამი ერთად ასრულებენ სიმღერას ინსტიტუტის საესტრადო ანსამბლის სცენაზე და ქორწილიც გადაწყვეტილია.
სცენარის ავტორი: ნიკოლოზ სანიშვილი
ოპერატორი: გივი რაჭველიშვილი
მხატვარი: ნიკოლოზ (ნიკა) ყაზბეგი
კომპოზიტორი: გომარ სიხარულიძე
ხმა: ოთარ გეგეჭკორი
მონტაჟი: ევგენია ბეჟანოვა
როლებში: გოგი ქავთარაძე (გურამი), თინათინ ვარდანაშვილი (ნელი), კოტე დაუშვილი (კირილე), დუდუხანა წეროძე (დომნა), გოგი გეგეჭკორი (დირიჟორი), ბადრი ბეგალიშვილი (ჭიპილია), ელენე ყიფშიძე (ქსენია), სესიკა კუპრაშვილი (სიპიტო), გივი თოხაძე (დიომიდე), ვახტანგ ნინუა (აბესალომი), ირაკლი ნიჟარაძე (ირაკლი), ვახტანგ მიხელიძე (მანაველი), ვალოდია წულაძე (იპოლიტე), მავრ პიასეცკი (დიჟონი), ჩიტოლია ჩხეიძე (ბებია), გრიგოლ წიტაიშვილი (ნოდარი), გულნარა ემხვარი (ნანა), დათო დანელია (ოთარი), ქართლოს მარადიშვილი (კოსტა), ლ. დორეული (მანონი), მანუჩარ შერვაშიძე (კოლმეურნე), როლანდ კაკაურიძე (კოლმეურნე)
ხანგრძლივობა: 75'
ფერი: ფერადი
კინოსტუდია "ქართული ფილმი"