გიორგობისთვე (1966)

რეჟისორი: ოთარ იოსელიანი 

                          

                                                                                                                                                                                                     

ჯილდოები:  1968. ჟორჟ სადულის სახელობის პრემია (საფრანგეთი)
                    1968. ფიპრესის პრემია. კანის საერთაშორისო კინოფესტივალი (საფრანგეთი)
 ჟანრი: დრამატული კომედია
 სიუჟეტი: ახალგაზრდა სპეციალისტებს, ნიკოს და ოთარს სამუშაოდ ღვინის ქარხანაში გაანაწილებენ. კარიერისტი ოთარი თავიდანვე უფროსობის მაამებლობის გზას აირჩევს. მისგან განსხვავებით, ნიკო ქარხნიდან კერძო პირთა მიერ ღვინის უკანონოდ გატანას და გეგმის შესასრულებლად უხარისხო ღვინის ჩამოსხმას ვერ ეგუება. როდესაც დაუდუღებელი ღვინის სარეალიზაციოდ ჩამოსხმას დააპირებენ, ნიკო ღვინის მთელ პარტიაში ჟელატინს ჩაასხამს და გეგმას ჩაშლის. ქარხნის დირექცია აღშფოთდება, მაგრამ ნიკოს დასჯას ვერ გაუბედავს.
სცენარის ავტორი:   ამირან ჭიჭინაძე
დამდგმელი ოპერატორი:  აბესალომ მაისურაძე
დამდგმელი მხატვრები:  დიმიტრი ერისთავი, ნიკოლოზ ზანდუკელი
კომპოზიტორი: ნათელა იოსელიანი
ხმის რეჟისორები/ოპერატორები: შალვა ჩიტიძე, ევგენი მასსი
მონაწილეობენ:  რამაზ გიორგობიანი (ნიკო),  მარინა ქარცივაძე (მარინე), გიორგი (გოგი) ხარაბაძე (ოთარი),  დოდო აბაშიძე (რეზო),  აკაკი კვანტალიანი (დავითი),   ალექსანდრე ომიაძე (მთავარი მეღვინე),  ბუხუტი ზაქარიაძე (ილო),  ოთარ ზაუტაშვილი (შოთა),   თენგიზ დაუშვილი (ნოდარი),  ბაადურ წულაძე (არჩილი),   იოსებ (სოსო) გოგიჩაიშვილი (ბონდო),  რუსუდან კიკნაძე,  შოთა დაუშვილი, ა. კაჭკაჭიშვილი,  გივი ბერიკაშვილიზურაბ ქაფიანიძე,   ნოდარ ფირანიშვილი,   ვახტანგ თანდილაშვილი,  ემანუილ აფხაიძე,   ვაჟა (სულთან) კვიტაიშვილი (მიმტანი),   ელგუჯა ბეჟუაშვილი,  ლამარა კობახიძე         
ხანგრძლივობა:  79 წთ 

  "ქართული ფილმი"

 

იხ.  კარლო გოგოძე. მცდარ, მავნე გზაზე – გაზეთი "კომუნისტი", 1967, 4 თებერვალი

 ს. თოიძე. გ.ბოჯგუა. ცხოვრება მრუდე სარკეში – გაზეთი "სოფლის ცხოვრება", 1967, 29 იანვარი

 დ.მელუხა. მხატვარი და მისი პოზიცია – გაზეთი "თბილისი", 1967, 2 თებერვალი

 აკაკი ბაქრაძე. ცამეტი წელი კინოში – ალმანახი "კინო", 1989, N2 (ოცდამეთორმეტე გამოშვება), გვ.42

 მანანა ლეკბორაშვილი. "გიორგობისთვე" 40 წლის შემდეგ -   ჟურნალი ”კინემა” 2008 №2  6.12.08