სემირამიდას ბაღები (1970)
რეჟისორი: სიკო დოლიძე
სიუჟეტი: ქართველი კოლმეურნეები გამოცდილების გასაზიარებლად უკრაინაში, გენიჩესკის კოლმეურნეობაში ჩადიან. აგრონომ მაგდას ინიციატივით მათ საქართველოში ნოყიერი უკრაინული მიწა ჩამოაქვთ მეგობრობის ბაღის გასაშენებლად. გენიჩესკში ყოფნისას მაგდას ჯარში მყოფი შვილი, გიორგი მოინახულებს და იქაური გოგონა, მარია შკურატი შეუყვარდება. მის დროს გენიჩესკელებს ქართული ოჯახები შეიფარებენ. მცირე ხნით ფრონტიდან ჩამოსული გიორგი მარიაზე დაქორწინდება, მაგრამ მათ ბედნიერება არ უწერიათ. გიორგი ომში დაიღუპება. მაგდას თვალწინ დაიღუპება მარიაც. მაგდას სასოწარკვეთის უფლება არა აქვს - ობოლი შვილიშვილი და დიდთოვლობას გადარჩენილი მეგობრობის ბაღი მისი მოსავლელია.
სცენარისტი: სიკო დოლიძე
ოპერატორი: ფელიქს ვისოცკი
მხატვარი: კახი ხუციშვილი
კომპოზიტორი: დავით თორაძე
ხმა: ვლადიმერ დოლიძე
მონტაჟი: ვასილ დოლენკო
როლები: მეგი წულუკიძე (მაგდა), გიორგი კიკაძე (გიორგი), დუდუხანა წეროძე (ივლიტა), იპოლიტე ხვიჩია (იპოლიტე), გალინა სპოლუდენნაია (მარია), ვიქტორ პოლიშჩუკი (შკურატი), დანიელ ილჩენკო (შკურატის მამა), ანტონინა კრასილიჩა (შკურატის დედა), კოტე დაუშვილი (გერასიმე), ვახტანგ ნინუა (ათანასე), იაკობ ტრიპოლსკი (ლევანი), ვლადიმერ ვოლკოვი (დემიანი), ილგა მატეშკო (ზოია), ვასილ ჩხაიძე (ფოსტალიონი), ირაკლი ქოქრაშვილი (ვარდენი), ლია კაპანაძე (გოგუცა), ამირან ქადეიშვილი (ნიკოია), ვ.პეტკო (დენისენკო), მარგარიტა კრინიცინა (კლავდია), ანატოლი ბარჩუკი (ანდრეი), გივი თოხაძე, გ.დარისპანაშვილი, ელენე საყვარელიძე, მერი კანდელაკი, ჩიტოლია ჩხეიძე, მარინე თბილელი, ე.სეფერთელაძე, გედეონ ნავროზაშვილი, ვალერიან დოლიძე
ხანგრძლივობა: 93 წთ
ფერი: შავ-თეთრი
”ქართული ფილმი”
იხ. გიორგი დოლიძე. "სემირამიდას ბაღები", ანუ მხატვრულად ხორცშეუსხმელი იდეა - ჟ. "საბჭოთა ხელოვნება", 1973, 2