რაჭა, ჩემი სიყვარული (1977)
რეჟისორები: თემურ ფალავანდიშვილი,
იოზეფ მედვედი
ჟანრი: კომედია
სიუჟეტი: რაჭველი მევენახეები სლოვაკეთის სოფელ რაჭის მევენახეებთან გამოცდილების გასაზიარებლად გაემგზავრებიან. შემდეგ სლოვაკები ეწვევიან რაჭას საპასუხო ვიზიტით. ზაურის სლოვაკი გოგონა, დარინა უყვარდება
სცენარისტი: სულიკო ჟღენტი
ოპერატორები: დუდარ მარგიევი, ტიბორ ბიატი
მხატვრები: შოთა გოგოლაშვილი, მილოშ კალინა
კომპოზიტორები: ჯანსუღ კახიძე, სვეტოზარ სტრაჩინა
ხმა: ვლადიმერ ნიკონოვი, ანდრეი პოლომსკი
მონტაჟი: ედუარდ კლენოვსკი, ნელი ქრისტესაშვილი
როლები: ანდრეა ჩუნდერლიკოვა (დარინა), ბადრი კაკაბაძე (ზაური), გურამ ლორთქიფანიძე (ვანო), ბესო ხიდაშელი (ალიკო), დოდო აბაშიძე (ვარლამი), იპოლიტე ხვიჩია (სილიბისტრო), იან გრეშო (იოზეფ), რამაზ ჩხიკვაძე (აფრასიონი), ფრანტიშეკ პაპი (კოლმეურნეობის თავმჯდომარე), კარლო საკანდელიძე (ზაურის მამა), ვასილ ჩხაიძე (ზაურის დიდი პაპა), ალექსანდრე კუპრაშვილი (ზაურის პაპა), ნოდარ მანაგაძე, ზაზა ლებანიძე, ნატო გაგნიძე (მანანა)
ხანგრძლივობა: 85წთ
ფერი: ფერადი
”ქართული ფილმი”-”კოლიბა” (ჩეხოსლოვაკია)
გიორგი დოლიძე. რაჭა, ჩემი სიყვარული – ალმანახი "კინო", 1979, გვ. 107–116